ვირჯინია ვულფის გამოსამშვიდობებელი წერილი: ვეღარ ვიბრძვი

1941 წლის მარტის ერთ დღეს ვირჯინია ვულფმა თავის მოკვლა უშედეგოდ სცადა, თუმცა რამდენიმე დღეში მცდელობა გაიმეორა, რაც ამჯერად ფატალურად დასრულდა. ვირჯინიას გარდაცვალების დღეს მისმა მეუღლემ, ლეონარდ ვულფმა ტრაგიკული, წინასასიკვდილო წერილი აღმოაჩინა. რამდენიმე კვირის შემდეგ ვირჯინია ვულფის გვამი მდინარეში იპოვეს. მისი ქურთუკის ჯიბეები ქვებით იყო გამოტენილი. გთავაზობთ წერილის თარგმანს. 4340223563_64a5679a5b_oუძვირფასესო,

დარწმუნებული ვარ, კვლავ ვგიჟდები. ვგრძნობ, რომ ამჯერად ამ საშინელ განსაცდელს ვეღარ გავუძლებთ. ამჯერად, მე ვეღარ გავუმჯობესდები. ხმები მესმის და ვერ ვკონცეტრირდები. ამიტომ, ვფიქრობ ამ შემთხვევაში საუკეთესო გამოსავალი ვიპოვე.

შენ მაჩუქე ბედნიერება, რომელზე მეტს ვერასდროს ვეღირსებოდი. შენ საუკეთესო იყავი. არ მჯერა, რომ ვიდრე ეს დაავადება გაჩნდებოდა, ორი ადამიანი ჩვენზე მეტად შეიძლება ყოფილიყო ბედნიერი. ვეღარ ვიბრძვი. ვიცი რომ სიცოცხლეს გიფუჭებ და ჩემს გარეშე მუშაობას შეძლებდი. და ამას დარწმუნებული ვარ შეძლებ.

იცი, ამასაც კი ვერ ვწერ ნორმალურად. ვერ ვკითხულობ. იმის თქმა მსურს, რომ რაც კი ბედნიერება გამაჩნდა, ყველაფერი შენი დამსახურებაა. შენ საოცრად მომთმენი და ძალიან კეთილი იყავი ჩემს მიმართ. მინდა გითხრა, რომ ეს ყველამ იცის.

თუ ვინმეს ჩემი გადარჩენა შეეძლო, ეს შენ იყავი. ყველაფერმა დამტოვა, გარდა შენს სიკეთეში რწმენისა. ვეღარ გავაგრძელებ შენი სიცოცხლის გაფუჭებას. არ მჯერა, რომ ორი ადამიანი ჩვენზე მეტად შეიძლება ყოფილიყო ბედნიერი.

ვ.

წყარო: Lettersofnote

Advertisements

One thought on “ვირჯინია ვულფის გამოსამშვიდობებელი წერილი: ვეღარ ვიბრძვი

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out /  Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  Change )

w

Connecting to %s