რუბრიკა სამი წიგნი ლიტაგორას ვიდეოების სერიაა რომლის ფარგლებშიც ყოველ გადაცემაში ავტორები და ზოგადად ლიტერატურის მოყვარულები, იქნება ეს მხატვრული თუ არამხატვრული ლიტერატურა, მათთვის საინტერესო ნამუშევრებზე საუბრობენ და სხვადასხვა წიგნებში არსებულ თემებს განიხილავენ.

მეორე ეპიზოდის სტუმარია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორი და მწერალი, გიორგი კეკელიძე. მსოფლიო ლიტერატურა მდიდარია გზის თემატიკით. უამრავი წიგნია სადაც ამ თემას პირდაპირი თუ გადატანითი მნიშვნელობით შეხვდებით. სწორედ გზის თემაზე საუბრობს გიორგი რუბრიკა3წიგნის მორიგ ეპიზოდში და თემის გასაშლელად სამ მნიშვნელოვან ტექსტს მიმოიხილავს. ესენია ჰომეროსის “ოდისეა,” მარკ ტვენის “ჰეკლბერი ფინის თავგადასავალი” და ხულიო კორტასარის “სამხრეთის შარაგზა” (“სამხრეთის გზატკეცილი”)