2018 წელს აწ გარდაცვლილი ანთროპოლოგის და ანარქისტი აქტივისტის დევიდ გრებერის ავტორობით წიგნი Bullshit jobs (სიაფანდი სამსახურები) გამოვიდა. გრებერის მიერ აღწერილი თანამედროვე პრობლემა სპილო ოთახშია, რომელზეც საჯაროდ ცოტა ვინმე თუ საუბრობს.
ვიდეო მიმოიხილავს თუ რას გულისხმობს გრებერი სიაფანდ სამსახურებში, რა ხუთ ტიპს გამოარჩევს მათზე საუბრისას და რატომ წარმოადგენს ეს ყველაფერი პრობლემას? გრებერის თეორია საინტერესოა ასევე იმით რომ არამხოლოდ კონკრეტულად სამსახურის ეთიკის პრობლემა გამოაქვს წინა პლაზე, არამედ, უფრო გლობალურ, სისტემური ცვლილებების აუცილებლობის დანახვისკენ გვიბიძგებს