რუბრიკა სამი წიგნი ლიტაგორას ვიდეოების სერიაა რომლის ფარგლებშიც ყოველ გადაცემაში ავტორები და ზოგადად ლიტერატურის მოყვარულები, იქნება ეს მხატვრული თუ არამხატვრული ლიტერატურა, მათთვის საინტერესო ნამუშევრებზე საუბრობენ და სხვადასხვა წიგნებში არსებულ თემებს განიხილავენ.

კაცობრიობის დღევანდელ ყოფას უამრავი ფაქტორი განაპირობებს, იქნება ეს ტექნოლოგია, ბუნება, ადამიანის ცხოვრების წესი, მეცნიერება თუ სხვა მიმართულება. უამრავი ერთდროული პროცესის ფონზე სამყაროს გაგებაში ხშირად წიგნებიც გვეხმარებიან.

თამუნა ქებურია, სოციალური პოლიტიკის მკვლევარი და დოქტორანტი ისტორიის მიმართულებით, სამ ასეთ წიგნს მიმოიხილავს. ესენია, მაკენზი ვარკის მოლეკულური წითელი: ანტროპოცენის თეორია (Molecular Red: Theory for Anthropocene), ჯეფ ვანდამეიერის ბორნი (Borne) და ჯორჯ დაისონის დარვინი მანქანებს შორის (Darwin Among the Machines: The Evolution of Global Intelligence)