რუბრიკა სამი ფილმი ლიტაგორას ვიდეოების სერიაა რომლის ფარგლებშიც ყოველ გადაცემაში კინომცოდნეები, რეჟისორები, მსახიობები და ასევე ზოგადად კინოს მოყვარული სხვა პროფესიის ადამიანები მათთვის საინტერესო ნამუშევრებზე საუბრობენ და მათ სხვადასხვა ჭრილში განიხილავენ. ზიგმუნდ ფროიდი ადამიანის მამოტივერებელ ორ ძალას გამოყოფდა, ეროს და თანატოსს.
ეროსი, ერთგვარი სექსუალური დრაივია, თანატოსი კი სიკვდილთან ასოცირებული ენერგია. მორიგ ეპიზოდში სცენარისტი გიორგი გეთიაშვილი ამ ორი ელემენტის გათვალისწინებით ხელოვნების, კონკრეტულად კინოს მიმოიხილავს და იმ სამ ფილმზე საუბრობს რომლებშიც ეროსის და თანატოსის მოტივებს ვხვდებით