მიქელანჯელო ანტონიონის 1975 წლის “პროფესია რეპორტიორი” ჩადში მყოფი ჟურნალისტ დევიდ ლოკის შესახებ მოგვითხრობს, რომელიც გაუცხოვებულია საკუთარი პროფესიის, მეუღლის და იდენტობის მიმართ. ამის ფონზე ის ირგებს ცოტა ხნის წინ გაცნობილი და გარდაცვლილი ადამიანის, დევიდ რობერტსონის იდენტობას. აქ ჩვენ სიმულაციის მომსწრე ვართ – ასეთ სურვილს ჟურნალისტი სტუარტ ჯეფრისი პოსტმოდერნისტულ მდგომარეობად მიიჩნევს და ამის საილუსტრაციოდ დევიუდ ბოუის და სხვა არტისტების მაგალითები მოჰყავს. ანტონიონის ნამუშევარში არა მხოლოდ შეუძლებელი სურვილის დაკმაყოფილების მცდელობის, არამედ ავტორის ერთგვარი აღსარების მომსწრენიც ვართ