16-17 აპრილს, ქართველი მუსიკალური ჟურნალისტებისა და სელექტორების კოლექტივმა, Dancing On Architecture-მა, Mutant Radio-ს ფიზიკურ და ონლაინ სივრცეებში 20 საათიანი მუსიკალურ მარათონს და სოლიდარობის აქცია „Sounds Of Ukraine” წარმოგვიდგინა. ორი დღის განმავლობაში Mutant Radio-ს სივრცე დაეთმო უკრაინულ მუსიკას. გარდა მუსიკალური ნაწილისა, ღონისძიებაზე ასევე წარმოდგენილი იყო ქართველი ვიზუალური ხელოვანების ნამუშევრების გამოფენა-გაყიდვა, საიდანაც შემოსული თანხა სრულიად გადაირიცხა უკრაინაში, კრიზისით დაზარალებულ ბავშვთა დახმარების ფონდში