საბჭოთა კავშირის დაშლიდან დღემდე საქართველოში არა ერთი მნიშვნელოვანი პოლიტიკური ცვლილების ფონზე შეიქმნა დოკუმენტური ვიდეო მასალა რომელიც ამა თუ იმ ეპოქას, განწყობას, პიროვნებებს და მოვლენებს აარქივებს და მომავალ თაობებს ფასდაუდებელ საკვლევ მასალას უტოვებს. ასეთ მასალასა და დოკუმენტალისტიკაზე ფოკუსირდება მორიგ ეპიზოდში მუსიკალური ჟურნალისტი ნიკა ხოჭოლავა. ნიკა განიხილავს სამ ფილმს, რომელიც მნიშვნელოვანია ისტორიული თვალსაზრისით, ამ ფილმებში ასახული ერთგვარი დაკონსერვებული რეალობა გვამოგზაურებს საქართველოს უახლესს წარსულში და ახალ თაობას წარმოდგენას უქმნის ქვეყნის გუშინდელ ცხოვრებაზე და ამავდროულად მიანიშნებს იმაზე თუ სად ვართ დღეს ან რა კოლექტიური მომავალი შეიძლება გვქონდეს ამ ყველაფრის ფონზე.
რუბრიკა სამი ფილმი ლიტაგორას ვიდეოების სერიაა რომლის ფარგლებშიც ყოველ გადაცემაში ვიწვევთ არა მხოლოდ კინომცოდნეებს, რეჟისორებს, მსახიობებს, არამედ ზოგადად კინოს მოყვარულ სხვა პროფესიის ადამიანებსაც, რომლებიც მათთვის საინტერესო ნამუშევრებზე საუბრობენ და მათ სხვადასხვა ჭრილში განიხილავენ