თბილისში, ძმები კაკაბაძეების 7 ნომრის ეზოში კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია. მე-19 საუკუნეში აშენებული სპირალური კიბე თავისი უნიკალურობით ქართველი კინემატოგრაფისტების ყურადღების ცენტრში არა ერთხელ მოექცა. ასე მაგალითად მისი ნახვა სიკო დოლიძის 1959 წლის ფილმში (“დღე უკანასკნელი, დღე პირველი”) შეიძლება. ბოლო წლებში კიბე სავალალო, ავარიულ მდგომარეობაში იყო, თუმცა, მოხალისე მშენებელთა და არქიტექტორთა გუნდმა მისი რეაბილიტაცია გადაწყვიტა და ამჟამად მასზე მუშაობას ასრულებს. ამ თემაზე სასაუბროდ ადგილზე პროექტის მონაწილეებს, ლუკა ღუდუშაურს, ნიკა გაბისკირიას, ფელიქს ეიბლს და ასევე, სხვა მოხალისეებს შევხვდით