მე-20 საუკუნის მედია თეორეტიკოსის მარშალ მაკლუენის თეორიის („მედიუმი არის გზავნილი“) მიხედვით მედია საშუალება რომელიც ინფორმაციას გვაწვდის თავადაა მესიჯი და არა უშუალოდ გადმოცემული ინფორმაცია.

მაკლუენის თეორია განსაკუთრებით საინტერესოა ტელევიზიასთან მიმართებაში. ტელევიზიას ის ცივ მედიუმად მოიხსენიებს, ანუ მედიუმად რომელიც მაყურებელს სუბიექტურ ჩართულობისკენ უბიძგებს. მორიგ ვიდეოში დათო ლობჟანიძე მაკლუენის თეორიას სწორედ ტელევიზიის მაგალითზე მიმოხილავს