ჩარლზ ბუკოვსკი: მონებს არასდროს უხდიან იმდენს, რომ გათავისუფლდნენ…

CharlesBukowski
1969 წელს, გამომცემელი ჯონ მარტინი ჩარლზ ბუკოვსკის შეპირდა, რომ სიცოცხლის ბოლომდე ყოველ თვეში 100 დოლარს გადაუხდიდა იმ პირობით, თუ ის ფოსტაში მუშაობას თავს დაანებებდა და გახდებოდა მწერალი. 49 წლის ბუკოვსკი დათანხმდა და 1971 წელს თავისი პირველი რომანი, “ფოსტა” გამოსცა. 15 წლის შემდეგ ბუკოვსკიმ ჯონ მარტინს ეს წერილი მისწერა და ისაუბრა იმაზე, თუ რა ბედნიერი იყო, რომ თავის დროზე სამსახურს თავი დაანება.

გამარჯობა ჯონ,

მადლობა კარგი წერილისთვის. მემგონი არ არის ცუდი ხანდახან გაიხსენო, თუ საიდან მოდიხარ. შენ იცი ჩემი წარსული. იმ ადამიანებსაც კი, რომლებიც ცდილობენ ასეთ ადგილებზე დაწერონ ან ფილმები გადაიღონ, არასწორად ესმით ხოლმე მათი არსი. ისინი ასეთ ადგილებს “9-დან 5-მდე” ეძახიან. სინამდვილეში 9-დან 5-მდე არასდროს არ წარმოადგენს რეალობას, ლანჩზე შესვენებაც კი არ არის მსგავს ადგილებში, უფრო მეტიც, ხშირ შემთხვევაში სამსახურის შესანარჩუნებლად ლანჩსაც კი არ მიირთმევს ადამიანი. ამას დავუმატოთ ის, რომ ხშირად ზედმეტი საათები გიწევს მუშაობა და თუ ამის შესახებ დაიწუწუნებ, ყოველთვის არსებობს ვიღაც უბედური, რომელიც მზად არის შენი ადგილი დაიკავოს.

გახსოვს ჩემი ძველი გამონათქვამი, “მონობა არ გაუუქმებიათ, უბრალოდ ყველა კანის ფერს მოარგეს.” ყველაზე მტკივნეული ის არის, რომ იმ ადამიანებში, რომლებიც სამსახურისთვის იბრძვიან, არა იმიტომ რომ მათ ეს სამსახური მოსწონთ, არამედ იმიტომ, რომ უარესი ალტერნატივის ეშინიათ, სულ უფრო იკარგება ადამიანობა. ადამიანები ცარიელდებიან. შეშინებული და დამჯერი გონების მქონე სხეულებს წარმოადგენენ. მათ თვალებში ფერი იკარგება. მათი ხმა მახინჯდება. სხეულიც და თმაც, ფრჩხილებიც და ფეხსაცმელი, ყველაფერი.

ახალგაზრდა რომ ვიყავი ვერ ვიჯერებდი, რომ ადამიანები მზად არიან თავისი სიცოცხლე ასეთ პირობებში გაატარონ. ასაკში შესული, კვლავ ვერ ვხვდები. რატომ აკეთებენ ამას? სექსისთვის? ტელევიზორში გამოსაჩენად? ავტომობილის, თუ გადასახადებების გამო? ბავშვების გამო? ადრე, როდესაც საკმაოდ ახალგაზრდა ვიყავი და სამსახურს ხშირად ვიცვლიდი ჩემს კოლეგებს სულელურად ვეუბნებოდი: “ჰეი, ბოსი შეიძლება ნებისმიერ წამს შემოვიდეს და სამსახურიდან გაგვათავისუფლოს, ვერ ხვდებით ამას?”

ისინი უბრალოდ მიყურებდნენ, თითქოს ისეთ რამეს ვამბობდი, რომლის გაგებაც არ სურდათ. დღეს ინდუსტრიაში მასიური შემცირებებია (ფოლადის ქარხნები მკვდარია, სხვადასხვა ქარხანაში ტექნიკური სიახლეებია). ასეულობით ათასი შემცირებაში ხვდება და მათი სახეები გაშტერებულია.

“ამაში 35 წელი ჩავდე…”

“ეს არ არის სწორი…”

“არ ვიცი რა გავაკეთო…”

მონებს არასდროს უხდიან იმდენს, რომ გათავისუფლდნენ, უხდიან იმდენს რომ გადასარჩენად ეყოთ და სამსახურში დაბრუნდნენ. მე ამ ყველაფერს ვხედავდი. რატომ ვერ ხედავდნენ ამას ისინი? მე მივხვდი, რომ იგივე წარმატებით შეიძლება უსაქმური ან ლოთი ვყოფილიყავი. არ სჯობია თავიდან ასეთი იყო ვიდრე იქამდე სხვა მიგიყვანს? ლოდინს რა აზრი აქვს?

თავის დროზე ამ ყველაფრის საწინააღმდეგო დიდი ზიზღით დავწერე, ძალიან დიდი შვება იყო ამ სისტემიდან გამოღწევა. და ახლა ეგრეთწოდებული პროფესიონალი მწერალი მქვია, მას შემდეგ რაც ამ საქმეს 50 წელი დავუთმე მივხვდი, რომ სისტემის გარეთ კიდევ ბევრი საზიზღარი რამ არსებობს.

მახსოვს, ერთ ხანს ნათურების კომპანიაში შემფუთველად რომ ვმუშაობდი, მეორე შემფუთველმა უეცრად მითხრა: “არასდროს ვიქნები თავისუფალი!”
ამ დროს ახლომახლო, ერთ-ერთი უფროსი სეირნობდა (მას მორი ერქვა) და ამ სიტყვების გაგონებაზე სიცილი მორთო, ის სიამოვნებას იღებდა იმ ფაქტისგან, რომ ეს ადამიანი მთელი სიცოცხლე ხაფანგში გაატარებდა.

ის რომ გამიმართლა და მსგავს ადგილს თავი დავაღწიე და არ აქვს მნიშნველობა, თუ რამდენი დრო დამჭირდა გათავისუფლებისთვის, თავისუფლება უდიდესი ბედნიერების მომტანი გახდა ჩემთვის, სასწაულებრივი ბედნიერების. ახლა მე ასაკოვანი გონებით და ასაკოვანი სხეულით ვწერ, ასაკში რომელშიც უმეტესობა ადამიანი ამ საქმეზე უარს იტყოდა, თუმცა რადგანაც გვიან დავიწყე, ვფიქრობ ეს საქმე უნდა გავაგრძელო. და როდესაც სიტყვები მღალატობენ და კიბეზე ასასვლელად დახმარება მჭირდება და ერთმანეთისგან ბეღურას და სკრეპს ვეღარ ვარჩევ, მაინც ვგრძნობ, რომ ყოველთვის მემახსოვრება (არ აქვს მნიშვნელობა რამდენად შორს წავალ) თუ როგორ დავამარცხე კატორღა და

მივაღწიე იმას, რომ ღირსეულად მოვმკვდარიყავი.

ცხოვრების მთლიანად არ განიავება ღირშესანიშნავ მოვლენად მეჩვენება,

შენი ბიჭი,

ჰენკი [ჩარლზ ბუკოვსკის ალტერ ეგო ჰენრი ჩარლზ “ჰენკ” ჩინასკი იყო]

წყარო: Lettersofnote

Advertisements

16 thoughts on “ჩარლზ ბუკოვსკი: მონებს არასდროს უხდიან იმდენს, რომ გათავისუფლდნენ…

  1. ჟურნალი ლიტერატურაზეო და ქართული ენის გრამატიკის ცოტაოდენი ცოდნა არ მოგეთხვებათ, ვითომ?!

    Liked by 1 person

    • აბა რა საჭიროა მთელი 7 ბრუნვა ამის დამწერისათვის, როცა 2 ბრუნვაც ჰყოფნის? 🙂
      პირველივე წინადადება ისეთი გაუმართავია, რომ დანარჩენის წაკითხვა აღარ მოგინდება :/
      თან, მგონი, ჟურნალს ინტელექტუალურობის პრეტენზია აქვს, წიგნიერება (წერა–კითხვის ელემენტარული ცოდნა) კი აკლია .

      Like

      • გამარჯობა,

        ვაღიარებთ, რომ პირველ წინადადებაში გაიპარა შეცდომა, კერძოდ სახელობითის ნაცვლად იყო გამოყენებული მოთხრობითი ბრუნვა. დაშვებული შეცდომების გამო არასდროს მოგვრიდებია ბოდიშს მოხდა და თვალის დახუჭვას არც ახლა ვაპირებთ.

        თუმცა, აქვე უნდა ითქვას, რომ ეს საიტი არის უფასო რესურსი და აქ არსებულ მასალებს ავტორები ენთუზიაზმზე, ყოველგვარი გასამრჯელოს გარეშე აგროვებენ. ამას პასუხისმგებლობისგან თავის არიდების გამო არ ვამბობთ, უბრალოდ გახსენებთ, რომ ამ თარგმანის ავტორი ადამიანია, რომელიც შეცდომისგან დაზღვეული არ არის. ამის თქმის მეორე მიზეზი არის ის, რომ აქ დატოვებული კომენტარები გარკვეული აგრესიის და ზიზღის მატარებლები იყვნენ და როგორც იცით ინტერნეტის კაბელის მეორე ბოლოს, ყოველთვის ადამიანი და არა რობოტი ზის.

        მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნული ნეგატიური ემოციების გამო ჩვენ გვქონდა სრული მორალური და ტექნიკური უფლება არ დაგვეტოვებინა ეს ჩანაწერები, გადავწყვიტეთ პასუხის გაცემა და ბოდიშის მოხდა.

        გმადლობთ, რომ გვკითხულობთ.

        Liked by 3 people

  2. ბუკოვსკიზეა-მეთქი პოსტი, აბა, ამისი არწაკითხვა როგორ იქნება და იწყეა ასე:”გამომცემელმა ჯონ მარტინმა ჩარლზ ბუკოვსკის შეპირდა…”

    -_-

    Like

  3. როგორც გავიგე კომენტარიდან, ამ ჟურნალის ავტორები ენთუზიაზმზე ყოველგვარი გასამრჯელოს გარეშე აგროვებენ მასალებს. მშვენიერია, როცა ვიღაცა ცდილობს საინტერესო წერილების თარგმნას და ქართველი მკითხველისთვის ამის გაცნობას. მე წიგნები მინახავს, ქართული მსხვილი გამოცემების რომლებსაც უამრავი თანამშრომელი ყავთ დაქირავებული, ხელფასსაც უხდიან, თუმცა სამარცხვინო შეცდომებია გაპარული. ახლა გადავხედე სხვა მასალასაც ამ გვერდზე და გულწრფელად ვამბობ, დიდი შრომაა ალბათ ჩადებული ამ ყველაფერში რაც დასაფასებელია.

    Liked by 1 person

    • შეცდომებია, შედევრი არაა მაგრამ სამაგიეროდ ამ წერილს შეუძლია ბევრი დადუმებულ-დაჩლუნგებულის ტავიდან გაგვივება. აქ მთავარია რომ მან სერიოზული თემა მოგაწოდა და გაიგე რაც მოხდა (გშიოდა დაგაპურეს და მერე რა, რომ ვერცხლის ლანგარზე არ მოგართვეს… (უბრალო მკითხველი)

      Liked by 1 person

  4. კარგია რომ ამჩნევთ შეცდომებს მაგრამ მიწასთან გასწორებაც არაა ჰუმანური.. კრიტიკის მეტი პირიდან არაფერი ამოგვდის ამ ქართველებს. კომპლექსების ბრალია…
    გააგრძელეთ ახალი სტატიების დება.. საინტერესოა და მადლობა

    Like

  5. როგორ მიყვარს ჩემი ქართული ენის და ლიტერატურის მასწავლებელი, რომელიც ჩემს ნაშრომს აფასებს შინაარსის მიხედვით და არა იმით გრამატიკულად გამართულია თუ არა.

    Like

  6. აგრესიისა და გესლის გარეშე ჩემი თოხვნა იქნება, რომ ვეცადოთ ნაკლებად შევცოდოთ ჩვენი მშობლიური ენის წინაშე. სხვათაშორის გრამატიკული შეცდომა გვერდის საპასუხო კომენტარშიც არის გაპარული, იმედია გამოსწორდება. ამასთანავე მოხარული ვარ რომ ასეთი გვერდი არსებობს და ვაფასებ იმ ხალხს ვინ ენთუზიაზმით მუშაობს.

    Like

  7. ისე სხვათაშორის გრამატიკაზე ყველაზე ჭკუასუსტები ატრაკებენ 🙂 პატივისცემით მე. ავტორს კიდევ მადლობა თარგმნისა და ენთუზიაზმისათვის.

    Like

  8. როგორ ვართულებთ ყველაფერს 😃რა გჭირთ ხალხო, რა საჭიროა ასეთი პანიკა. რა მოხდა, ერთი შეცდომა გაიპარა, გადახედეთ ახლადდაბეჭდილ წიგნებს და ამ სტატიის ავტორს მადლობას ეტყვით. სხვათაშორის საინტერესო სტატიაა.ასე გააგრძელეთ😃😃😃

    Liked by 1 person

  9. “თუმცა, აქვე უნდა ითქვას, რომ ეს საიტი არის უფასო რესურსი და აქ არსებულ მასალებს ავტორები ენთუზიაზმზე, ყოველგვარი გასამრჯელოს გარეშე აგროვებენ”–პასუხად ვიტყვი: ერთმა მხცოვანმა მშენებელმა მიამბო გერმანელი ტყვე ოფიცრის შესახებ, რომელმაც თბილისში მშენებლობაზე ბეტონი არ ჩაასხა–უხარისხოაო… კინაღამ დახვრიტეს…ბეტონი შეამოწმეს–მართლაც უხარისხო აღმოჩნდა…

    Like

  10. ჩემს პლანშეტში არის ,,ჭკვიანი კლავიატურა”, რომელიც სამ სიტყვას მაწვდის რამოდენიმე ასოს დაბეჭვდის შემდეგ. თუ თვალი არ მივადევნე შეიძლება საერთოდ სხვა რამ დაბეჭდოს. ამიტომ საჭიროა ტექსტის გადაკითხვა. ნუ ენდობით კომპიუტერს. კომუნისტებს შტატში ყავდათ ,,მკითხველი”, რომელიც სასინჯ ეგზემპლიარს გულმოდგინედ კითხულობდა. კარგი იქნება თუ თქვენც მოიწვევთ ენთუზიაზმით ,,მკითხველს”.
    სხვა მხრივ ძალიან კარგები ხართ და კარგ საქმესაც ემსახურებით. გმადლობთ.

    Like

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s