1947 წელს უელსელმა პოეტმა დილან ტომასმა  Do not go gentle into that good night (ნუ შეერევი მშვიდად მშვებ ღამეს) დაწერა, რომელიც პირველად 1947 წელს გამოიცა. ეს პოემა  ალბათ ტომასის ორ ყველაზე ცნობად ნაწარმოებს (მეორე – And death shall have no dominion/სიკვდილი არ იბატონებს) შორის ერთ-ერთია. ამას ის ფაქტიც განაპირობებს რომ ორივე ლექსი პოპულარული კულტურის არაერთ ნაწარმოებში გხვდება. “ნუ შეერევი მშვიდად მშვებ ღამეს” შემთხვევაში ასეთი მაგალითისათვის კრისტოფერ ნოლანის ინტესტელარი და Doctor Who-ს ერთ-ერთი ეპიზოდია. ამ პოსტში დილან ტომასის ამ ცნობილი ნაწარმოების მარიამ შანშაშვილის თარგმანს გთავაზობთ. 

ნუ შეერევი მშვიდად მშვებ ღამეს

ნუ შეერევი მშვიდად მშვებ ღამეს,
დღის დასალიერს ხამს ხნოვნება ეგზნოს, აზვირთდეს-
ჰე, მძვინვარებით, მძვინვარებით უმებრძოლე მომაკვდავ ნათელს.

ბრძენთ, თუმც უწყიან აღსასრულს ჟამს უკუნი მართებს,
რახან მათ სიტყვებს არ შეუძრავს მიწა,
დღის დამლევს
არ ერევიან მშვიდად მშვებ ღამეს.

ჰა, კეთილშობილთ, მწუხრის ტალღის გლოვით ამდევნებს,
სწამთ ასპარეზი გამკრთალ საქმეთ ააკიაფებს
და მძვინვარებით, მძვინვარებით მებრძოლებენ მომაკვდავ ნათელს.

მგზნებარე სულებს, სისხლსავსე სრბოლის მზის მეხოტბეებს,
გვიანღა სწვდებათ, რომ მგოსნობენ ჩამავალ მნათობს,
და მით იქნება,
არ ერევიან მშვიდად მშვებ ღამეს.

დინჯთა სიკვდილის მოახლებით დაბინდულ თვალებს,
კვლავ შეუძლიათ აელვარდნენ, კვესდნენ ნაპერწკლებს
და მძვინვარებით, მძვინვარებით უმებრძოლონ მომაკვდავ ნათელს.

და შენ, მამაჩემს, მწუხარების კიდეზე შემდგარს,
დამლოცე, მწყევლე მწარე ცრემლით ასე მვედრებელს-
ნუ შეერევი მშვიდად მშვებ ღამეს,
ჰე, მძვინვარებით, მძვინვარებით უმებრძოლე მომაკვდავ ნათელს.