თექვსმეტ წელზე მეტი გავიდა მას შემდეგ რაც სემ მენდესის “ამერიკულმა სილამაზემ” ოსკარებზე საუკეთესო ფილმის ტიტული მოიპოვა. ალბათ უკვე შეგვიძლია ვთქვათ, რომ ფილმი თანამედროვე კინოს კლასიკად იქცა. ამ ვიდეოში დათო ლობჟანიძე განიხილავს ფილმს და იმ დეტალებზე საუბრობს, რომელიც “ამერიკულ სილამაზეს” ჩვეულებრივი ფილმისგან განასხვავებს.