1957 წელს ეკრანებზე ჯერ კიდევ ახალგაზრდა ინგმარ ბერგმანის “მარწყვის მდელო” გამოვიდა. მიუხედავად იმისა, რომ ნაწარმოების გამოსვლისას ბერგმანი ორმოცი წლისაც არ იყო, მან ოსტატურად შეძლო ფილმის მთავარი პერსონაჟის, ასაკოვანი ვიქტორის სამყაროს აღწერა. “მარწყვის მდელო” არის ფილმი, რომელიც ვიქტორის წარსულის შეცდომების, სინანულის და მოგონებების სამყაროში გვამოგზაურებს და პარალელურად მაყურებელს საკუთარ ინდივიდუალურ გამოცდილებაზე დაფიქრებისკენ უბიგძებს. ნახეთ ვიდეო განხილვა, რომელიც განიხილავს თუ რა აქცევს “მარწყვის მდელოს” კინოისტორიაში გამორჩეულ ნაწარმოებად.