კოკედამა მცენარის მოვლის იაპონური ტექნიკაა. აქ მცენარე არა ქოთანში, არამედ ხავსის ბურთშია მოთავსებული. გარდა იმისა რომ კოკედამა მოხდენილი ესთეტიკით გამოირჩევა, მნიშვნელოვანია რომ აქ გამოყენებული ყველა კომპონენტი ბიოდეგრადირებადია. კოკედამას უკეთ გასაცნობად ბუტკოს ვეწვიეთ, მცენარეთა სასტუმროს, რომელიც მცენარეებისთვის სპეციალურ სივრცეს წარმოადგენს და ამავდროულად მებაღეობით დაინტერესებულ მომხმარებლებს ამ მიმართულებით მნიშვნელოვან რჩევებს და სხვადასხვა ვორქშოფებს სთავაზობს
როგორ გავაკეთოთ კოკედამა | ბუტკო
