გიორგი კარტოზიას სკეჩბუქები სავსეა მის მიერ წლების განმავლობაში შესრულებული ნამუშევრებით. გიორგის შემოქმედებითი და პირადი ცხოვრებაც, რომელიც რთულია ერთმანეთისგან გამიჯნო, პირობითად რამდენიმე ნაწილად შეგვიძლია დავყოთ, დამოკიდებულების და სიფხიზლის პერიოდად, გეოგრაფიულად მნიშვნელოვან ადგილებად კი ბერლინი და თბილისი უნდა მოვიაზროთ. გიორგის სკეჩები, რომლებშიც სხვა თემების მიღმა, მნიშვნელოვან როლს ჰომოეროტიკული მოტივები იკავებენ, საინტერესოა იმდენად რამდენადაც ისინი ირეკლავენ ავტორის პირად ბრძოლას, მიმართებას სამყაროსადმი და გამოცდილებას