თანამედროვების გამორჩეული მუსიკოსი ბრაიან ინო რამდენიმე თვის წინ იანისს ვარუფაკისს, ეკონიმისტს, ფილოფოსს და პოლიტიკოსს ინტერნეტ გადაცემაში ესტუმრა. ერთ საათიან გადაცემაში, რომელიც არაერთ მნიშვნელოვან სოციალურ თუ პოლიტიკურ საკითხს ეხებოდა, და რომლის მოსმენაც სრულად აქ შეგიძლიათ, ვარუფაკისმა და ინომ ხელოვნებაზეც ისაუბრეს. აქ მოყვანილი ტექსტი საკითხის შესახებ ინოს მიერ წარმოთქმული მოსაზრების ლიტაგორას თარგმანს წარმოადგენს.

[ბრაიან ინო]: ვიცით რომ ბავშვები თამაშობენ. თამაში ისაა რის მეშვეობითაც ბავშვები სამყაროს შემეცნებას ცდილობენ. საგნებს ეხებიან, ჭყლეტენ, რაღაცეებს წარმოიდგენენ. ყველაფერ იმას აკეთებენ რასაც თამაშს ვეძახით და ვერავინ ეტყვის ბავშვს რომ ამ ყველაფრის კეთებით დროს კარგავს. ცხადია, ეს ყველაფერი იმ ინსტრუმენტების კრებულია რომელიც სოციალური უნარების, ფიზიკური საგნების და სამყაროს გაგებაში ეხმარებათ.

გარკვეულ მომენტში ადამიანებს სკოლაში ვაგზავნით და ვეუბნებით, აი ახლა სწორად ისწავლით რაღაცეებს, თითქოს აქამდე მთელი დროის განმავლობაში ამას არ აკეთებდნენ. და მალევე, უთხრა ვინმეს რომ ის თამაშობს კრიტიკის ტოლფასია – „უნდა მუშაობდე, არ თამაშობდე.“

ამიტომ, ჩემი თეორია იმაში მდგომარეობს რომ ხელოვნება თამაშის მთელი ცხოვრების განმავლობაში გაგრძელებას გულისხმობს. ეს ნიშნავს გააგრძელო წარმოსახვა, მასალებზე სხვადასხვანაირად ფიქრი, დააკვირდე თუ რა შესაბამისობაში მოდიან საგნები ერთმანეთთან, დააკვირდე რა გაღელვებს, დასვა კითხვა თუ რატომ გაღელვებს ესა თუ ის საკითხი.

ჩემი ფორმულა შემდგომში მდგომარეობს – ბავშვები თამაშობენ, ბავშვები თამაშით სწავლობენ, დიდები ხელოვნების მეშვეობით თამაშობენ, ხელოვნების გამოცდილების დახმარებით. მგონია რომ ერთის მხრივ შეგიძლია პირდაპირ, შენ თვითონვე ქმნიდე ხელოვნებას და ამას იმაზე მეტი ადამიანი აკეთებს ვიდრე გვგონია ხოლმე, იმდენად რამდენადაც ხელოვნების კატეგორიაში კაბების დიზაინერებს, მზაურელებს და იმ ადამიანებს მოვიაზრებ რომლებიც აშენებენ, ადამიანებს რომლებიც ქმნიან რაღაცას არაფრისგან. ჩემი აზრით ყველა ტიპის არტისტი არსებობს.

და ჩვენ ამ ყველაფერს მთელი ცხოვრების განმავლობაში არასდროს ვწყვეტთ, ჩვენ ან ვქმნით ხელოვნებას ან ვუყურებთ თუ როგორ ქმნიან მას სხვა ადამიანები. ვუსმენთ სხვების დაწერილ მუსიკას, ვუყურებთ თუ როგორ ცეკვავს ვინმე ან რამე სხვას.

მაშ, რაში მდგომარეობს ადამიანობის ამ აქტივობის აზრი, აქტივობის, რომელსაც ამდენს დროს ვუთმობთ? პირველი რასაც ადამიანები აკეთებენ მას შემდეგ რაც გადარჩენის საბაზისო პრობლემებს მოაგვარებენ, მას შემდეგ რაც საკმარისს საკვებს მიიღებენ, ან თუნდაც ბევრ საკვებს მიიღებენ, იწყებენ ხელოვნების შექმნას, ცეკვას, სიმღერას, წერას…

რას აკეთებენ, რატომ არიან დაკავებულები ამ ყველაფრით ასე აქტიურად? ვფიქრობ ამის მიზეზი ისაა რომ ყველაზე საბაზისო რამ რაც ადამიანებს გააჩნიათ, ერთადერთი რაც ნამდვილად ვიცით რომ განგვასხვავებს ყველაფერ დანარჩენისგან სამყაროში, ჩვენი წარმოსახვის უნარია. ჩვენი უნარი ვიფიქროთ რაღაცაზე და დავაკვირდეთ რაღაცას რაც არ არსებობს ჩვენი გონების მიღმა.

ამიტომ, ჩვენ გამუდგემით ვქმნით სამყაროებს ჩვენს გონებაში, თუნდაც ისეთ მარტივ შემთხვევაში როდესაც შეიძლება ფიქრობდე, „საინტერესოა, როგორი იქნება პარასკევ საღამოს რესტორანში ჯინთან და ჯონთან ერთად რომ წავიდე?“ ესაც კი შემოქმედებითი მოვლენაა, წარმოსახვაა, წარმოსახვის აქტია. ესაა რასაც ადამიანები აკეთებენ, ესაა რაც გამოგვარჩევს როგორც სახოებას, რაც გვაძლევს საშუალებას გადავრჩეთ და ამ ყველაფრის მუდამ შეხსენებაა საჭირო.