2020 წლის ოსკარის დაჯილდოვება კაპიტალისტური სისტემის წინააღმდეგ მიმართული ფილმების, “პარაზიტის” და “ამერიკული ქარხნის” წარმატებით აღინიშნა. უფრო მეტიც, ყველაზე ცნობილი კინო დაჯილდოვების ტრინუბიდან კარლ მარქსის სიტყვებიც კი გაისმა. ასეთი ერთი შეხედვით უპრეცედენტო შემთხვევის მიუხედავად გიორგი ცინცაძე, გარემოს და სოციალური პოლიტიკის მკვლევარი, ამ მოვლენას სკეპტიკურად უყურებს და აღნიშნული ფილმების სუბვერსიულობას ეჭვის ქვეშ აყენებს.
გიორგი საუბრობს სამ ფილმზე რომლებიც მისი აზრით პარაზიტისგან და ამერიკული ქარხნისგან განსხვავებით ნამდვილად ახერხებენ სუბვერსიულობას მიღწევას და სხვადასხვა სისტემისთვის მოუხელთებელ მაგალითებად გვევლინებიან. სამი ფილმი რომელსაც გიორგი განიხილავს 1970 წლის პიტერ გესნერის, სტიუარდ ბერდის და რენე ლიხტმანის Finally Got the News (“როგორც იქნა მოგაწვდინეთ ხმა”), მიხეილ კალატოზოვის 1964 წლის “მე-კუბა” და გოდფრი რეჯიოს 1982 წლის “კოიანისქათსია”