4-5 აპრილს თბილისში სასტუმრო „Beaumonde Garden“ ვორქშოპი – მდგრადი განვითარება და გენდერული თანასწორობა ფეხბურთში ჩატარდება. ღონისძიება Spirit of Football ორგანიზებით და ფრიდრიხ ებერტის ფონდის სამხრეთ კავკასიის წარმომადგენლობის მხარდაჭერით ტარდება.
სამუშაო შეხვედრა მოიაზრებს სფეროში სასწავლო მეთოდების გაზიარებას, როგორიცაა ფეხბურთში სამართლიანი თამაშის წესები და მდგრადი განვითარების მიზნები. აქ მიღებული ცოდნა მონაწილეებს მისცეს საშუალებას, როგორც ინდივიდუალურად, ასევე კოლექტიურად, იმუშაოს მდგრადი განვითარების და გენდერული თანასწორობის მიმართულებით.
პროექტის მიზანია ახალგაზრდებს თბილისიდან და სხვა ქალაქებიდან, მისცეს რწმენა და საჭირო უნარები, რათა მომავალში შეძლონ დამოუკიდებლად მოქმედება საზოგადოების საკეთილდღეოდ და ადგილობრივ დონეზე გააძლიერონ თანასწორობის, პატივისცემის, მდგრადი განვითარების, მშვიდობისა და თანამშრომლობის პრინციპები.
Spirit of Football არის გერმანიაში დაფუძნებული არაკომერციული ორგანიზაცია, რომლის ამოცანაც უფრო სამართლიანი და ინკლუზიური სამყაროს შექმნაა. ამ მიზნის მისაღწევად ის ფეხბურთში არსებულ პოტენციალს და ინსტრუმენტებს იყენებს, რაც მრავალფეროვნების, პატივისცემის და გუნდური მუშაობის განვითარების შესაძლებლობას ქმნის.
თითქმის 20 წელია რაც Spirit of Football რეგიონულ და საერთაშორისო დონეზე ეგალიტარიანული პრინციპების განვითარებისათვის ფეხბურთის შესაძლობებს იყენებს და სპორტის ამ სახეობის საშუალებით, რომელსაც ადამიანების გაერთიანება შეუძლია, ცდილობს გადაჭრას ის პრობლემები რომლის წინაშე საზოგადოება და პლანეტა დგას.
სამუშაო შეხვედრაზე დასასწრებად სამოტივაციო წერილის და მოკლე ბიოგრაფის გაგზავნა ამ ელექტორნულ მისამართზე შეგიძლიათ
Irina.Seperteladze@fes.de
მეტი გაიგეთ აქ