დღეს, მაღაზიაში “წიგნის სახლი ბახტრიონზე”, აკა მორჩილაძის წერილების კრებულის, “ასი მილიონი გირვანქა სტერლინგით შორს“ პრეზენტაცია გაიმართა. წიგნი 2010, 2011 და 2014 წლებში ჟურნალ ლიბერალში მორჩილაძის საავტორო სვეტში ფეხბურთზე გამოქვეყნებულ ტექსტებს აერთიანებს. საღამოზე ავტორის და ფეხბურთის ასამდე გულშემატკივარი შეიკრიბა და პირველი გაეცნო კრებულს. მისი შეძენა დღეს მკითხველს 25 პროცენტიანი ფასდაკლებით შეეძლო, ხვალიდან კრებული მაღაზიებში 12 ლარად გაიყიდება.

თავად გიორგი ახვლედიანმა AKA აკა მორჩილაძემ ახალგამოსული წიგნი შემდეგნაირად დაახასიათა: “ნამდვილად არ მიფიქრია, რომ ოდესმე ვინმე შეკრებდა და გამოსცემდა ამ ‘ლიბერალურ’ საფეხბურთო მზესუმზირას. რახან მოხდა და ასე გამოდის, ალბათ ეს წიგნაკი არაფერს დააშავებს და მზესუმზირადაც ივარგებს, სახალისოდაც და ახლო წარსულის სურათებსაც გაახსენებს მის გადამფურცლავ ფეხბურთის მოყვარე ხალხს.“

აქვე გთავაზობთ ფოტომასალას დღევანდელი საღამოდან.

გასადიდებლად დააჭირეთ რომელიმე სურათს.