მიუხედავად იმისა, რომ სტივენ კინგის “ბნელი კოშკის” სერიის მეორე ტომი ჯერ კიდევ 1987 წელს გამოიცა, ის ქართულენოვანი მკითხველისთვის დღემდე მიუწვდომელი იყო. 28 წლის შემდეგ ქართულ ენაზე “ბნელი კოშკი 2- სამის გამორჩევა” გამომცემლობამ “დიოგენე” გამოსცა და დღეს, ამავე სახელწოდების წიგნების მაღაზიაში მკითხველს წარუდგინა.

კინგის რომანების ციკლი ”ბნელი კოშკი” ფენტეზის, სამეცნიერო ფანტასტიკის, ჰორორის და ვესტერნის ერთგვარი ნაზავია. ნაწარმოებში მოთხრობილია მსროლელ როლანდ დისქეინის თავგადასავალი, რომელიც მას ბნელი კოშკის ძიების გზაზე გადახდება, თავად ბნელი კოშკი კი როლანდს ყველა სამყაროს შემაკავშირებელ ღერძად ესახება, რომელმაც ისინი ნგრევისა და ქაოსისაგან უნდა იხსნას…

მაღაზიებში წიგნის შეძენა 14.9 ლარად არის შესაძლებელი.

აქვე გთავაზობთ ფოტომასალას დღევანდელი საღამოდან.

გალერეის სანახავად დააჭირეთ ნებისმიერ ფოტოს.