ჰანს ჰოლბაინ უმცროსის 1533 წლის ნამუშევარზე გამოსახული ადამიანების ვინაობა დიდი ხნის განმავლობაში უცნობი რჩებოდა. მე-19 საუკუნის მიწურულს მათი სახელები ცნობილი გახდა, თუმცა რეალური ისტორიული პიროვნებების მიღმა საინტერესოა ის უცნაურობა როელიც ტილოზე ცენტრალურ ადგილს იკავებს ანამორფოზის ტექნიკის გამოყენებით შესრულებული ეს ელემენტი რომლის დანახვაც მხოლოდ კონკრეტული კუთხიდან შეიძლება, ჰოლბაინის ნამუშევარს იმდროინდელ ყველა ფერწერული მაგალითისგან გამოარჩევს