“კინოსკოლა ლიტაგორა” ჩვენი სპეცპროექტია რომელსაც საქართველოს ეროვნული კინოცენტრის ფინანსური მხარდაჭერით ვამზადებთ. პროექტის ფარგლებში გთავაზობთ 10 ვიდეოს, თითოში კონკრეტული დარგის პროფესიონალი ვრცლად საუბრობს ამა თუ იმ თემაზე, იქნება ეს სცენარის წერა, განათებაზე და ხმაზე მუშაობა, თუ რომელიმე სხვა კომპონენტი რომლის გარეშეც კინო ვერ იარსებებდა.
რიგით მეორე ეპიზოდის სტუმარია უტა ბერია, რეჟისორი და სცენარისტი. ამ კონკრეტულ ვიდეოში უტა სცენარის დრამატურგიაზე გვესაუბრება, რომელშიც ის დეტალურად მიმოიხილავს სცენარის წერის თავისებურებებს, იდეიდან წერის პროცესის დასრულებამდე. ამ ეპიზოდში მოისმენთ განმარტებებს და რჩევებს ისეთ საკითხებზე როგორიცა; თეგლაინი, სინოფსისი, დრამატული სიტუაცია და კინო სცენარის წერასთან დაკავშირებული მრავალი სხვა თემა
უტა ბერია | როგორ იწერება სცენარი
