დღეს, ილიაუნის ლიტერატულ კლუბ ლიგამუსში გამომცემლობა “წიგნები ბათუმში”-მ სერია “ფანტასტიკური ბიბლიოთეკა” – ს პრეზენტაცია გამართა. ახალი სერიის ფარგლებში მსოფლიო კლასიკად ქცეული ნაწარმოებები იქნა წარმოდგენილი, კერძოდ დენიელ კიზის “ყვავილები ელჯერნონისთვის,” არკადი და ბორის სტრუგაცკების “ძნელია ღმერთობა,” ფილიპ დიკის “კაცი მაღალ კოშკში” და რეი ბრედბერის მოთხრობათა კრებული “ტანმოხატული კაცი.”
გამომცემლობამ მკითველს ასევე გააცნო ზღაპრები, ქეთრინ პეტერსონის “ხიდი ტერაბიტიაში” და მორის დრიუონის “მწვანეთითება ტისტუ”. ყველაზე მნიშვნელოვანი ალბათ ის არის, რომ მიუხედავად იმისა, ყველა ხსენებული წიგნი დასავლეთ სამყაროში ცნობად და პოპულარულ ნაწარმოებს წარმოადგენს, არცერთი აქამდე ქართულად ნათარგმნი არ ყოფილა (დრიუონის გარდა).
პრეზენტაციაზე გამომცემლობის წარმომადგენლებმა აღნიშნეს, რომ მსოფლიო ლიტერატურის მნიშვნელოვანი ნაწარმოებების თარგმნა ქართულად გაგრძელდება და უკვე გაზაფხულზე ახალ წიგნებს უნდა ველოდოთ. დღევანდელმა პრეზენტაციამ სრული ანშლაგით ჩაიარა, გთავაზობთ ფოტომალას დღევანდელი საღამოდან. გასადიდებლად დააჭირეთ სურათს.
ფილიპ დიკის “კაცი მაღალ კოშკში” აკლია ჩამონათვალს. ქართულად თარგმნილი აქამდე მხოლოდ მწვანეთითება ტისტუ იყო.
LikeLike
მადლობა შესწორებისთვის, მართალია ფილიპ დიკი ფოტოებში ვახსენეთ, მაგრამ ჩამონათვალში აკლდა. ჩასწორებელია გაპარული შეცდომები.
LikeLike
შეგიძლიათ, ჩემი კომენტარიც წაშალოთ 🙂
მადლობა თქვენ.
LikeLike