2021 წლის 18-24 სექტემბერს ბათუმმა მორიგ საავტორო ფილმების კინოფესტივალს უმასპინძლა. ფესტივალის ფარგლებში სხვადასხვა ქვეყნიდან ათეულობით ფილმი იყო წარმოდგენილი. ფესტივალის დასკვნით დღეს ეს შეფასებითი პოდკასტი ჩავწერეთ, რომელშიც მონაწილეობას მისი წამყვანის, დათო ლობჟანიძის გარდა, რეჟისორები ლევან შუბაშვილი და ანი ნინიძე, ისევე როგორც კინომცოდნე ლევან აბდუშელიშვილი იღებენ. გარდა იმისა რომ პოდკასტის მონაწილეები ნანახ ფილმებს აფასებენ, ისინი ასევე საუბრობენ ალტერნატიულ ტალღაზე, ვორქშოფზე, რომელიც წელს ტრადიციულად ფესტივალის ფარგლებში გაიმართა.
ყურადღება: პოდკასტი შეიცავს სპოილერებს
ბათუმის მე-16 საერთაშორისო კინოფესტივალი | შეფასება
