– არ იფიქროთ ბოლოში გასვლაზე. არ იფიქროთ 400 გვერდზე და ყოველდღიურად მხოლოდ თითო გვერდი დაწერეთ, ეს დაგეხმარებათ. როდესაც წიგნს მორჩებით, ძალიან გაგიკვირდებათ.

– წერეთ თავისუფლად და რაც შეიძლება სწრაფად, ყველაფერი ქაღალდზე გადაიტანეთ. არასდროს შეასწოროთ, ან გადაწეროთ, სანამ ყველაფერს არ მორჩებით. გადაწერა ხშირად შეწყვეტის საბაბი ხდება. ის ასევე უშლის ხელს დინებას და რითმს, რომელიც არაცნობიერად შეიძლება გაჩნდეს.

– დაივიწყეთ ზოგადი აუდიტორია. ეს, უსახელო და უსახო აუდიტორია საშინლად შეგაშინებთ, თეატრისგან განსხვავებით ის აქ არ არსებობს. წერისას თქვენი აუდიტორია შეიძლება ერთადერთი მკითხველი იყოს. მე ხშირად მეხმარება ერთი ნამდვილი ადამიანის, ისეთი ადამიანის ამორჩევა, რომელსაც ვიცნობ და მისთვის ვწერ.

– თუ რომელიმე სცენა, ან ნაწილი ზედმეტად მოგწონთ და გინდათ დატოვოთ, მაგრამ ამას ვერაფრით ახერხებთ, გადადეთ და წერა გააგრძელეთ. როდესაც ყველაფრის წერას მორჩებით, დაუბრუნდით და შეიძლება აღმოაჩინოთ, რომ მან პრობლემები იმიტომ შეგიქმნათ, რომ მისი ადგილი იქ არ იყო.

– ფრთხილად იყავით სცენასთან რომელიც სხვებზე უფრო მეტად მნიშვნელოვანი ხდება თქვენთვის. ხშირად აღმოაჩენთ, რომ ის ზედმეტია.

– თუ დიალოგს წერთ, ხმამაღლა თქვით და ისე დაწერეთ. მხოლოდ ასეთ შემთხვევაში ექნება მას მეტყველების ჟღერადობა

წყარო: Brainpickings