ჯეინ ოსტინის, “სიამაყე და ცრურწმენა” პირველად გამომცემლებს მამამისმა შესთავაზა. წიგნი სხვა სათაურს ატარებდა, მას “პირველი შთაბეჭდილებები” ერქვა, თუმცა ცნობილი მწერლის მშობლის ვერსია გამომცემელმა დაიწუნა. არ ვიცით რა ბედი ეწეოდა თავდაპირველ ვარიანტს, მაგრამ შეცვლილი სათაური აშკარად წარმატების მომტანი აღმოჩნდა.

ფრანც კაფკას “ამერიკამ” ეს სახელი მხოლოდ მისი მეგობრის, მაქს ბროდის ხელში ჩავარდნის შემდეგ მიიღო. კაფკას ვარიანტი “ადამიანი, რომელიც გაქრა” იყო.

ვიდრე “პორტნოის სინდრომი” პორტნოის სინდრომი გახდებოდა, ფილიპ როტს განსხვავებული სათაურების რამდენიმე ვარიანტი ჰქონდა, მათ შორის – “ებრაელი ბიჭი” და “ებრაელი პაციენტი ანალიზს იწყებს”. ვფიქრობთ, კარგია რომ ფილიპ როტმა არჩევანი “პორტნოის სინდრომზე” შეაჩერა.

ადოლფ ჰიტლერის “ჩემი ბრძოლა” შეიძლება დღეს “ტყუილების წინააღმდეგ ოთხნახევარწლიანი ბრძოლა” ან სულაც “სიშტერე და სიმხდალე” ყოფილიყო.

ჯორჯ ორუელს თავისი ყველაზე ცნობილი წიგნისთვის “უკანასკნელი ადამიანი ევროპაში” დარქმევა სდომებია, თუმცა გამომცემელმა მისი გადარწმუნება მოახერხა და ერთ-ერთი ყველაზე ცნობადი სათაური – “1984” შეურჩია.

მარგარეტ მიტჩელს ნაწარმოებისთვის თავიდან საკმაოდ გრძელი სათაურის დარქმევა სურდა, “ხვალ კიდევ ერთი დღე დადგება,” თუმცა ბოლოს აშკარად უკეთეს ვარიანტზე, “ქარწაღებულნი” შეჩერდა.

ბრემ სტოკერის “დრაკულა” შეიძლება “ცოცხალმკვდარი” ყოფილიყო.

ჯოსეფ ჰელერის “Catch-22″ თავდაპირველი ვერსიის,”Catch-11” გაორმაგებულ ვარიანტს წარმოადგენს. ერთ-ერთ მიზეზად იმ ფაქტს ასახელებენ, რომ წიგნის დაბეჭდვამდე ცოტა ხნით ადრე ეკრანებზე “ოუშენის 11 მეგობარი” გამოვიდა.

ვიდრე სათაურად “ნუ მოკლავ ჯაფარას” აირჩევდა, ჰარპერ ლის წიგნის დარქმევა მთავარი გმირის საპატივცემულოდ სურდა. დღეს ნაწარმოებს შეიძლება “ატიკუსი” რქმეოდა.

ვლადიმირ ნაბოკოვის საკულტო წიგნი “ლოლიტა” შეიძლება სულაც არ ყოფილიყო ასეთი მიმზიდველი ჟღერადობის, ავტორს სათაურად თავდაპირველი ვარიანტი, “სამეფო ზღვასთან,” რომ აერჩია.