10885134_776755902409012_4594501368049704353_nგამომცემლობა “დიოგენე” Diogene Publishers – მა პოპულარული ამერიკელი ავტორის “ილუზიების წიგნი” გამოსცა.
.
წიგნი ქეთი ქანთარიამ თარგმნა. მისი შეძენა 14.9 ლარად შეგიძლიათ.

რომანი ავიაკატასროფაში მეუღლის და შვილის დაღუპვის გამო ღმა დეპრესიაში მყოფი ადამიანის შესახებ მოგვითხრობს, რომელიც ერთადერთ შვებას ერთ დროს მუნჯი კინოს ვარსკვლავის, ჰექტორ მანის ფილმების ყურებასა და შესწავლაში პოულობს.

რომანი მატრიოშკასავითაა, სადაც მკითხველი ნაწარმოებში სხვა ნაწარმოებს აღმოაჩენს, ამ სხვა ისტორიაში კი კიდევ განსხვავებულ ამბავს…