“კინოსკოლა ლიტაგორა” ჩვენი სპეცპროექტია რომელსაც საქართველოს ეროვნული კინოცენტრის ფინანსური მხარდაჭერით ვამზადებთ. პროექტის ფარგლებში გთავაზობთ 10 ვიდეოს, თითოში კონკრეტული დარგის პროფესიონალი ვრცლად საუბრობს ამა თუ იმ თემაზე, იქნება ეს სცენარის წერა, განათებაზე და ხმაზე მუშაობა, თუ რომელიმე სხვა კომპონენტი რომლის გარეშეც კინო ვერ იარსებებდა.
პროექტის პირველ ეპიზოდად პროდუსერ თიკო ნადირაშვილის ლექციას გთავაზობთ, რომელშიც ის საუბრობს იმაზე თუ რას ნიშნავს იყო ამ პროფესიის წარმომადგენელი, როგორ დავაინტერესოთ პროდუსერი ამა თუ იმ სცენარით (და პირიქით, როგორ მოიძიოს პროდუსერმა მისთვის საინტერესო პროექტები), რა პლატფორმებს მივაქციოთ ყურადღება, ვის და როგორ შევთავაზოთ ესა თუ ის იდეა და კიდევ არაერთ თემაზე