ავთანდილ ძამაშვილი, ფილოსოფიის მაგისტრი, რუბრიკის მორიგ ეპიზოდისთვის თემად ეგზისტენციალიზმს ირჩევს და საკითხის გასაშლელად, საუბრობს ისეთ წიგნებსა და თემებზე რომლებიც კლასიკური გაგებით ეგზისტენციალიზმის ჭრილში უნდა განვიხილოთ და ასევე ტექსტებსა და ავტორებზე, რომლებიც ამ მიმდინარეობას ერთი შეხედვით თითქოს ირიბად ეხებიან. გარდა იმისა რომ ავთანდილი ამ განსხვავებებზე და ზოგადად ეგზისტენციალიზმის ფილოსოფიაში და ლიტერატურაში მის არსზე საუბრობს, ის ასევე ამ მიმდინარეობას სოციალურ, ეკონომიკურ და პოლიტიკურ კონტექსტშიც მიმოიხილავს და ლაპარაკობს იმაზე თუ რატომ უნდა გვახსოვდეს ეკონომიკური საკითხები ეგზისტენციალიზმზე როგორც ფილოსოფიურ, ასევე ლიტერატურულ მიმდინარეობაზე საუბრისას.

რუბრიკა სამი წიგნი ლიტაგორას ვიდეოების სერიაა რომლის ფარგლებშიც ყოველ გადაცემაში ავტორები, კრიტიკოსები, მკვლევრები და ზოგადად ლიტერატურის მოყვარულები, იქნება ეს მხატვრული თუ არამხატვრული ლიტერატურა, მათთვის საინტერესო ნამუშევრებზე საუბრობენ და სხვადასხვა წიგნებში არსებულ თემებს განიხილავენ.