კულტურის თეორისტი დათო ჩიხლაძე ამ ვიდეოში საკუთარ თავს წითელ კედლად წარადგენს. ეს შემთხვევითი არაა, თანამედროვე ციფრულ სამყაროში წითელი კედელი, რომელიც მემარცხენე პლატფორმას წარმოადგენს, ასევე ერთგვარ ჰეშთეგად გვევლინება, რომელიც სოციალურ ქსელებს გვახსენებს. სწორედ სოციალურ ქსელებზე, უფრო კონკრეტულად კი ინსტაგრამზე ფოკუსირდება დათო და ამ თემის ირგვლივ ერთი შეხედვით ერთმანეთთან დაუკავშირებელ წიგნებს მიმოიხილავს. ეს წიგნებია ჭაბუა ამირეჯიბის პირველად 1975 წელს გამოცემული “დათა თუთაშხია”, მერი შელის 1818 წლის “ფრანკენშტაინი ანუ თანამედროვე პრომეთე” და გი დებორის 1967 წლის “სანახაობის საზოგადოება” (La Société du spectacle).

რუბრიკა სამი წიგნი ლიტაგორას ვიდეოების სერიაა რომლის ფარგლებშიც ყოველ გადაცემაში ავტორები, კრიტიკოსები, მკვლევრები და ზოგადად ლიტერატურის მოყვარულები, იქნება ეს მხატვრული თუ არამხატვრული ლიტერატურა, მათთვის საინტერესო ნამუშევრებზე საუბრობენ და სხვადასხვა წიგნებში არსებულ თემებს განიხილავენ.