2021 წლის 25-30 ივნისს ბაკურიანმა საქართველოს ეროვნული კინოცენტრის ორგანიზებით ქართული კინოს ფორუმს უმაპსინძლა. ეს მეოთხე ფორუმია რომელშიც მონაწილეობას ქართველი რეჟისორები, პროდიუსერები, მსახიობები, კინომცოდნეები და სხვა კინოპროფესიონალები იღებენ. ფორუმზე დახურული ჩვენებების ფარგლებში დამსწრეებს დოკუმენტური და მხატვრული ნამუშევრების ნახვა შეეძლოთ. სრულმეტრაჟიან ფილმების მიღმა ფორუმზე ასევე წარმოდგენილი იყო ხუთი მოკლემეტრაჟიანი სურათი. ამ პროგრამის ფარგლებში ნაჩვენები იყო სანდრო სულაძის “გუშაგები” და თორნიკე გოგრიჭიანის “პაპანაქება”. სანდრო სულაძეს და თორნიკე გოგრიჭიანს ესაუბრებიან ვიდეო პოდკასტის ფარგლებში მისი წამყვანები გიორგი გეთიაშვილი და დათო ლობჟანიძე. გარდა იმისა რომ გადაცემა გუშაგებს და პაპანაქებას და მათი შექმნის პროცესს ეძღვნება, მისი მონაწილეები ლაპარაკობენ ზოგადად კინოზე, კინოს წარმოებაზე, ინდუსტრიის სირთულეებსა და სხვა თემებზე