თუმცა, მთავარი რაც სხვადასხვა კოლონებს აერთიანებთ ფერების მდიდარი პალიტრაა. ყველა მონაწილე ცდილობს საკუთარი კოსტიუმის სიკაშკაშით მიიპყროს მაყურებლის ყურადღება
ნოტინგ ჰილის კარნავალი დასავლეთ ლონდონში ყოველწლიურად 1966 წლიდან იმართება. ზაფხულის ბოლო შაბათ-კვირას და ორშაბათს ქალაქის ამ ნაწილში არაერთი ცენტრალური ქუჩა იკეტება, რათა გზა საკარნავალო პროცესიას დაეთმოს. კარნავალის მთავარი მონაწილეები ბრიტანეთში მცხოვრები აფრო კარიბელები არიან, რომლებიც ორმოცდაათ წელზე მეტია რაც საკარნავალო დღეებში ლონდონის ქუჩებში საკუთარი კულტურის და იდენტობის დემონსტრაციას ახდენენ. გამონაკლისი არც 2017 წელი იყო. ამ პოსტში გთავაზობთ დათო ლობჟანიძის ფოტორეპორტაჟს წლევანდელი ფესტივალიდან. სურათის გასადიდებლად და რეპორტაჟის სანახავად დააჭირეთ ნებისმიერ ფოტოს.
სამივე დღეს ადამიანები შეკრებას დილიდანვე იწყებენ და გადაკეტილ ქუჩებს პროცესიის სანახავად მიუყვებიან. მართალია კარნავალის მთავარი მონაწილეები მეტწილად კარიბელები არიან, სანახაობის სანახავად და მასში მონაწილეობის მისაღებად მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენლები იკრიბებიან
ლონდონი მსოფლიოს იმ ადგილების რიცხვს განეკუთვნება, სადაც ნებისმიერი ერის წარმომადგენელს შეხვდებით, ამიტომაც გასაკვირი არაა, რომ მსგავსი მრავალფეროვნება ნოტინგ ჰილის კარნავალზეც იჩენს თავს. ყოველწლიურად ფესტივალს დაახლოებით ერთი მილიონი ადამიანი სტუმრობს, რაც მას მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე დიდ კარნავალად აქცევს
უნდა ითქვას, რომ კარნავალზე არაა წარმოდგენილი ერთი საერთო, დიდი პროცესია. ის მრავალი კოლონისგან შედგება და ყოველი კოლონა განსხვავებული შინაარსის და ფორმის მატარებელია, იქნება ეს ვიზუალური მხარე თუ ქორეოგრაფიული
თუმცა, მთავარი რაც სხვადასხვა კოლონებს აერთიანებთ ფერების მდიდარი პალიტრაა. ყველა მონაწილე ცდილობს საკუთარი კოსტიუმის სიკაშკაშით მიიპყროს მაყურებლის ყურადღება
ამიტომ ფესტივალის მონაწილეებს ძალიან მოსწონთ ფოტოგრაფები და ოპერატორები. მაგალითისათვის ეს გოგონები უბრალოდ გზაზე მოდიოდნენ და ფოტოაპარატის დანახვაზე სურათის გადასაღებად უსიტყვოდ, სინქრონულად გაემზადნენ
იგივე უნდა ითქვას ამ მამაკაცის შემთხვევაში
ამ გოგოებს რაც შეეხებათ, ეს ყურადღების მიქცევის გაცილებით რადიკალურ მეთოდად მომეჩვენა
მართალია ლონდონი ცხელი ზაფხულის მქონე ქვეყნების რიცხვს არ განეკუთვნება და ამ კონკრეტულ შემთხვევაში ტემპერატურა სადღაც 20-25 გრადუსის ფარგლებში მერყეობდა, მთელი დღის განმავლობაში ქუჩაში ყოფნა დამღლელი გამოცდილებაა, ამიტომაც წინდახედულ ადამიანებს საჭირო ინვენტარი ხელთ ჰქონდა.
ფესტივალზე პოლიციელების დიდი რაოდენობა იყო მობილიზირებული, ამ ფოტოზე პოლიციის სპეციალური რაზმია აღბეჭდილი. წლევანდელ კარნავალზე პოლიცილებს და დამსწრეებს შორის რამდენიმე შეტაკებას ჰქონდა ადგილი, ამიტომ ზოგიერთმა სამართალდამცავმა კარნავალის აკრძალვაც კი მოითხოვა
საუბრები და მოწოდებები ნოტინგ ჰილის კარნავალის დახურვაზე გაგრძელდება, მაგრამ საეჭვოა ფესტივალს ახლო მომავალში რამე ემუქრებოდეს. ღონისძიებაზე რომელსაც დაახლოებით ერთი მილიონი ადამიანი ესწრება ყოველთვის ექნება ადგილი შეტაკებებს და კონფლიქტებს, მაგრამ მასშტაბიდან გამომდინარე ასეთი გამოვლინებები უფრო მარგინალურ შემთხვევებს წარმოადგენენ. აქ მოსული ადამიანების უმეტესობა გასართობად და არა საჩხუბრადაა მოსული
პრობლემეზე საუბრისას ტუალეტის თემა უნდა აღინიშნოს. მიუხედავად იმისა, რომ თავიდან სამი ფუნტი (დაახლოებით ცხრა ლარი) კატასტროფულად მაღალ ფასად მომეჩვენა, ცოტა მოგვიანებით ყველაფრის ფარდობითობაში კიდევ ერთხელ დავრწმუნდი – სხვაგან მსგავს კომფორტში ხუთ (!!!) ფუნტს ითხოვდნენ
ამ დინამიკების პატრონი იუმორის გრძნობას არ უჩივის. საუნდ სისტემას და ხმას რაც შეეხება, ის კარნავალზე მართლაც ძალიან ხმამაღალია, ამიტომ დინამიკებთან სიახლოვეში მყოფ ადამიანების მხრიდან ყურებზე თითის მიდება არ გამკვირვებია. ცხადია, ამ ფოტოზე ასახულ აპარატურას არ ვგულისხმობ
ზოგიერთი სანახაობის ყურებას დისტანციიდან, ნეიტრალურად ამჯობინებდა. რა პრობლემაა, თუ შუაგულ ლონდონში ბინა გაქვს
სტრიტ არტს აქ არაერთ კედელზე შეხვდებოდით, თუმცა რაც უფრო მნიშვნელოვანია, აქ ყოფნისას მისი შექმნის პროცესს შეგეძლოთ დასწრებოდით
სელფის გადაღების პროცესსაც. რაც ცხადია, არანაკლებ მნიშვნელოვანია
ზოგიერთი ქუჩა ერთგვარ დასასვენებელ პუნქტად მომეჩვენა. ასეთ ქუჩებში კარნავალის კოლონებს ვერ შეხვდებოდით, ეს შედარებით წყნარი ადგილები იყო სადაც ადამიანები სულის მოსათქმელად გარკვეული დროის განმავლობაში ჩერდებოდნენ. მსგავსი პორტატიული სკამები კი რელაქსაციისთვის ნამდვილი მოსწრება მგონია
როგორც უკვე ითქვა, კარნავალი, ისევე როგორც ზოგადად ლონდონი კოსმოპოლიტური მოვლენაა, ამიტომაც აქ, არც იაპონური კულტურა და მოდაა გასაკვირი
კარნავალი ოფიციალური ნაწილი დაახლოებით საღამოს შვიდ საათზე სრულდება, ამიტომაც ამ დროისათვის მსგავს არაერთ სურათს იხილავთ. თუმცა, ისიც უნდა აღინიშნოს, რომ ნაგავს დილამდე ალაგებენ და ყველაფერი თავიდან იწყება
მართალია ოფიციალური ნაწილი საღამოს მთავრდება და ამ დროისთვის აქტიური მონაწილეების დიდი ნაწილი სახლისკენ დაღლილი მიემართება,
ბევრი ქუჩაში დარჩენას არჩევს და ზეიმს გვიანობამდე განაგრძობს.
ასეთ ადგილზე ერთხელ მაინც უნდა მოხვდე 💝
LikeLike