რუბრიკა სამი ფილმი ლიტაგორას ვიდეოების სერიაა რომლის ფარგლებშიც ყოველ გადაცემაში კინომცოდნეები, რეჟისორები, მსახიობები და ასევე ზოგადად კინოს მოყვარული სხვა პროფესიის ადამიანები მათთვის საინტერესო ნამუშევრებზე საუბრობენ და მათ სხვადასხვა ჭრილში განიხილავენ. ახალი წელი ხშირ შემთხვევაში განახლებასთან, იმედებთან და ზოგადად სიხარულთანაა დაკავშირებული.
კინოს ისტორიას უამრავი მაგალითი ახსოვს სადაც ამა თუ იმ ფილმში სადღესასწაულო ფონს ვხედავთ. ასეთი ფილმის ნახვის შემდეგ მაყურებელი ამ პერიოდის და ზოგადად მომავლის მიმართ ოპტიმისტურად განეწყობა ხოლმე, თუმცა, არსებობს ფილმები სადაც ამ დღესასწაულის პარალელურად სევდიანი და არც თუ ისე სასიხარულო მიტოვები ვითარდება. ამ საახწლო ეპიზოდში რეჟისორი და რელიგიის მკვლევარი ანა კვიჭიძე მსგავს ნაწარმოებებზე საუბრობს. ასეთ კინოში სადღესასწაულო განწყობას ნაკლებად შევხდებით, სამაგიეროდ ნახვისას ეს ნამუშევრები აუცილებლად დაგვიტოვებენ საფიქრალს, რომელიც დიდი ხნის განმავლობაში შეიძლება გაგვყვეს