“კინოსკოლა ლიტაგორა” ჩვენი სპეცპროექტია რომელსაც საქართველოს ეროვნული კინოცენტრის ფინანსური მხარდაჭერით ვამზადებთ. პროექტის ფარგლებში გთავაზობთ 10 ვიდეოს, თითოში კონკრეტული დარგის პროფესიონალი ვრცლად საუბრობს ამა თუ იმ თემაზე, იქნება ეს სცენარის წერა, განათებაზე და ხმაზე მუშაობა, თუ რომელიმე სხვა კომპონენტი რომლის გარეშეც კინო ვერ იარსებებდა.
ამბის თხრობაში კინოს ხელთ არსებულ ინსტრუმენტებს შორის მნიშვნელოვანი ადგილი ფერის ფაქტორს უკავია. ამ კომპონენტზე მუშაობისას პირველ რიგში უნდა გვესმოდეს თუ რას წარმოადგენს ფერი ზოგადად. ამ მახასიათებლებზე საუბრობს ფერის სპეციალისტი გიორგი ქობალია, და საკითხის ზოგადი მიმოხილვის შემდეგ ფერზე უშუალოდ კინოზე მუშაობის კონტექსტში აგრძელებს ლაპარაკს