“კინოსკოლა ლიტაგორა” ჩვენი სპეცპროექტია რომელსაც საქართველოს ეროვნული კინოცენტრის ფინანსური მხარდაჭერით ვამზადებთ. პროექტის ფარგლებში გთავაზობთ 10 ვიდეოს, თითოში კონკრეტული დარგის პროფესიონალი ვრცლად საუბრობს ამა თუ იმ თემაზე, იქნება ეს სცენარის წერა, განათებაზე და ხმაზე მუშაობა, თუ რომელიმე სხვა კომპონენტი რომლის გარეშეც კინო ვერ იარსებებდა.
სერიის მეცხრე ეპიზოდში ხმის დიზაინერი პაატა გოძიაშვილი განიხილავს ხმას კინოში. საკითხზე საუბრისას ის არა მხოლოდ ხმის უშუალოდ კინოში გამოყენებაზე და მის თავისებურებებზე, არამედ საკითხის უკეთ გასაგებად ლაპარაკობს ზოგადად, ბუნებაში ხმის თავისებურებებსა და მახასიათებლებზე. ეპიზოდის მნიშვნელოვან წილს პაატა გოძიაშვილი ფსიქოაკუსტიკის მეცნიერებას უთმობს და მიმოიხილავს იმას თუ რატომაა ხმა არა იმდენად ფაქტობრივი, არამედ სუბიექტური მოცემულობა, ამ კონტექსტში ის ხსნის თუ რა ხერხებს მიმართავს კინო იმისათვის რომ ხმის შემთხვევაში შექმნას პირობითობა რომელიც მაყურებელში არ გამოიწვევს სიყალბის შეგრძნებას