რუბრიკა სამი ფილმი ლიტაგორას ვიდეოების სერიაა რომლის ფარგლებშიც ყოველ გადაცემაში კინომცოდნეები, რეჟისორები, მსახიობები და ასევე ზოგადად კინოს მოყვარული სხვა პროფესიის ადამიანები მათთვის საინტერესო ნამუშევრებზე საუბრობენ და მათ სხვადასხვა ჭრილში განიხილავენ.
მორიგი ეპიზოდის სტუმარია პროდიუსერი მარიამ ბიწაძე, მის ფოკუსში ის ფილმებია სადაც ცენტრალურ პერსონაჟებად მოზარდები გვევლინებიან. ამ მხრივ მარიამს მაგალითები სამი ძალიან განსხვავებული რეალობის მქონე ქვეყნებიდანაა, საქართველოდან, ლიბანიდან და კოლუმბიიდან
მარიამ ბიწაძე | მოზარდები კინოში
