“კინოსკოლა ლიტაგორა” ჩვენი სპეცპროექტია რომელსაც საქართველოს ეროვნული კინოცენტრის ფინანსური მხარდაჭერით ვამზადებთ. პროექტის ფარგლებში გთავაზობთ 10 ვიდეოს, თითოში კონკრეტული დარგის პროფესიონალი ვრცლად საუბრობს ამა თუ იმ თემაზე, იქნება ეს სცენარის წერა, განათებაზე და ხმაზე მუშაობა, თუ რომელიმე სხვა კომპონენტი რომლის გარეშეც კინო ვერ იარსებებდა. მონტაჟი კინოწარმოების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი კომპონენტია, რომლის გარეშეც პრაქტიკულად წარმოუდგენელია კინო.
როგორ ხდება მემონტაჟის რეჟისორთან მუშაობა, მასალასთან გაცნობა და სურათისთვის საბოლოო ფორმის მიცემა იმ თემებს შორისაა რომელზეც კინოსკოლა ლიტაგორას რიგით მერვე ეპიზოდის სტუმარი და ბოლო წლებში არაერთი ცნობილი ქართული ფილმის მონტაჟის ავტორი, ნოდარ ნოზაძე, დეტალურად საუბრობს
ნოდარ ნოზაძე | როგორ ეწყობა ფილმი
