სანდრო კობერიძის 2021 წლის ფილმი “რას ვხედავთ როდესაც ცას ვუყურებთ” სიყვარულის შესახებ მოგვითხრობს. თუმცა, სიყვარული და ზღაპრული სიუჟეტი მხოლოდ გარსია რომელიც ფილმს თან ახლავს, თუ ზედაპირს ცოტათი გავცდებით და უფრო სიღრმეებში წავალთ, მასში სხვა თემებსაც აღმოვაჩენთ, ზოგიერთ შემთხვევაში შესაძლოა არც თუ ისე მსუბუქ თემებსაც, სწორედ ამაზე პოდკასტში სასაუბროდ მოვიწვიეთ სანდრო კობერიძე. მუსიკა, ფეხბურთი, სამყაროს მდგომარეობა და სამყაროს მომავალი იმ თემებს შორისაა რომლებსაც სანდრო კობერიძე და დათო ლობჟანიძე ამ ჩანაწერში მიმოიხილავენ