“კინოსკოლა ლიტაგორა” ჩვენი სპეცპროექტია რომელსაც საქართველოს ეროვნული კინოცენტრის ფინანსური მხარდაჭერით ვამზადებთ. პროექტის ფარგლებში გთავაზობთ 10 ვიდეოს, თითოში კონკრეტული დარგის პროფესიონალი ვრცლად საუბრობს ამა თუ იმ თემაზე, იქნება ეს სცენარის წერა, განათებაზე და ხმაზე მუშაობა, თუ რომელიმე სხვა კომპონენტი რომლის გარეშეც კინო ვერ იარსებებდა.
კინო ვიზუალური ხელოვნებაა, სადაც მთავარ როლს ეკრანზე დანახული თამაშობს. კამერას, რომელიც ამ ყველაფერს უზრუნველყოფს ამავდროულად გააჩნია უნარი კინო ენის გამოყენებით, უნიკალური სამყარო შექმნას. კინოსკოლის მეექვსე ეპიზოდში საოპერატორო ხელოვნებაზე შალვა სოყურაშვილი გვესაუბრება, კინო ოპერატორი რომელსაც არაერთ სრულმეტრაჟიან ფილმზე უმუშავია. გარდა იმისა რომ შალვა სოყურაშვილი ზოგადად საოპერატორო ხელოვნებას მიმოიხილავს ის ასევე საკუთარ გამოცდილებას გვიზიარებს