ალან ბადიუ მე-20 და 21-ე საუკუნის ერთ-ერთი გამორჩეული ფილოსოფოსი და მოაზროვნეა. მისი კვლევის საგანი ადამიანის მოღვაწეობის არა ერთი სფეროა, მათ შორის ისეთი უნივერსალური გრძნობა როგორიც სიყვარულია. 2020 წლის თებერვალში მას ამ საკითხზე ციფრული გამოცემა NOWNESS გაესაუბრა და ტექსტის მიხედვით ვიდეო მოამზადა. ამ ვიდეოს ნახვა აქ შეგიძლიათ. ამ პოსტში კი ბადიუს საუბრის ქართულ თარგმანს გთაზავობთ.
ხანდახან ვფიქრობ, რაზე ისაუბრებდნენ ადამიანები სიყვარულს რომ არ ეარსება?
არსებულ გრძნობებს შორის სიყვარული ერთ-ერთი ყველაზე მძლავრია. ეს ყოველთვის ცნობილი იყო. ამიტომაა რომ წიგნებში, სპექტაკლებსა და ტრაგედიებში სიყვარული მამოძრავებელი ძალაა.
ყველაფერი რასაც ხედავთ კაცობრიობის უდიდესი გატაცებების გამოხატვად უნდა აღიქვათ, რაც ადამიანების მხრიდან დიდ მიძღვნაში გამოიხატება, მიძღვნაში რომელიც რაღაც მიზეზებით ჩრდილავს ადამიანის დაუყონებლივ საჭიროებებს. მსგავსი მიდგომით ქმნის კაცობრიობა საკუთარ მომავალს და ასეთ მგომარეობაში შესაძლებელია გასცდე აწმყოს და შექმნა რაღაც ახალი.
ამიტომ, დგება მარტივი კითხვის დასმის აუცილებლობა. სად ვიმყოფებით დღეს სიყვარულის საკითხის შემთხვევაში?
დღეს აუცილებელია სიყვარულის დაცვა.
სხვა ადამიანთან ინტიმური ურთიერთობის დამყარების მხრივ კაცობრიობისათვის ცნობილი ხერხებიდან სიყვარული ყველაზე მძლავრია. ის სხვაზე დამოკიდებულების მდგომარეობაში გაყენებს. ეს კი ფუნდამენტურად ეწინააღმდეგება თანამედროვე ინვიდუალიზმს, თუ გავითვალისწინებთ იმას რომ თანამედროვე სამყარო ადამიანის ერთადერთ მოტივაციად საკუთარი სურვილების და ინტერესების დაკმაყოფილებაში ხედავს.
თუ კაცობრიობა ესაა მაშინ დღეს შეგვიძლია საფრთხე დავინახოთ. ჩვენ უნდა სიფრთხილით მოვეკიდოთ სიყვარულს, განსაკუთრებით იმას რასაც პაემნების ვებ გვერდებზე ვხედავთ, სადაც რომანტიული ურთიერთობის გარანტიის მოპოვებას წინასწარ ვცდილობთ, რადგანაც გვსურს დავრწმუნდეთ იმაში რომ ადამიანი რომელსაც შევხვდებით ზუსტად ჩვენნაირია, ერთნაირი გემოვნება გვაქვს, ერთნაირი სურვილები და ერთნაირი შეხედულებები.
ვფიქრობ, ეს ყველაფერი სიყვარულის განმარტების საპირისპიროა, იმიტომ რომ ასეთ შემთხვევაში არ არსებობს თავგადასავლის ელემენტი, არ არსებობს რისკი. ორმხრივი დაკმაყოფილების გარანტირიის საკითხი დგება, თითქოს რაღაც ბიზნეს კონტრაქტივით იყოს და ვფიქრობ ეს სერიოზული საფრთხეა სიყვარულისთვის.
სიყვარული სარისკო თავგადასავალივით უნდა დაიცვათ, ინდივიდუალისტური, ეგოისტური ხედვისგან რადგანაც სიმართლე ისაა რომ სიყვარული არ შეიძლება ინდივიდუალისტურ ეგოიზმამდე იყოს დაყვანილი.
სიყვარული გარკვეული გაგებით გამბედაობის გაკვეთილია.
შეთანხმებულ ქორწინებებში რისკი არ არსებობს, იგივე ხდება პაემნების ვებ გვერდების შემთხვევებში. რისკის თავიდან აცილებას ცდილობთ. რისკის აცილებას სხვასთან ურთიერთობაში ერთმანეთთან მაქსიმუმის მიღების გამოთვლით გსურთ.
ვფიქრობ, ნებისმიერი ქმნილება, ნებისმიერი ჭეშმარიტება რომელიც ფასეულია ყოველთვის რაღაც მოვლენას უკავშირდება. ყველაფერი დარნარჩენი ყოველდღიური სამყაროს ჩვეული შედეგია. არც ქმნილებაა და არც გამოგონება, უბრალოდ გაგრძელებაა.
რას ნიშნავს რაღაც დაიწყო? თუ რამის დაწყება გსურს, უნდა ხვდებოდე რომ არსებობს შემთხევითობის ელემენტი. თუ არ არსებობს შემთხვევითობა მაშინ ეს დაწყებად ვერ ჩაითვლება, იმიტომ რომ ასეთ შემთხევაში ეს რაღაც უკვე არსებობს და წინასწარაა განსაზღვრული.
როდესაც რისკზე ვკონცეტრირდები, ვკონცეტრირდები ფაქტზე რომ სიყვარული როგორც ქმნილება, როგორც გამოგონება, ძალიან ახლოს დგას შეხვედრასთან, შეხვედრასთან რომელიც სარისკოა.
ეს შეიძლება იყოს შეხვედრა ადამიანებს შორის რომლებიც აბსოლუტურად სხვადასხვა სამყაროდან არიან. ეს ყველაფერი შემთხვევითობის მიერ შესრულებული როლის გამო ხდება. და ამიტომაა, რომ სიყვარულს აქვს შემოქმედებითი განზომილება, რაც მართლაც რომ საინტერესოა და უნივერსალურიც.
სიყვარული, ნამდვილი სიყვარული, შესაძლებელს ხდის იმას რაც აქამდე შეუძლებელი იყო.
თანამედროვე ინდივიდუალისტური სამყარო კაცობრიობას წარმოგვიდგენს როგორც ცალკე ერთეულების კოლექციას. ცალკეული ერთია.
ყველაზე წმინდა გაგებით სიყვარული გადასვლაა. ერთიდან ორში, უშუალოდ ცხოვრებისეული გამოცდილების პირობებში. სიყვარული ქმნის პერსპექტივას და არსებობას სამყაროში რომელიც არ არის წარმოჩენილი ერთის თვალთდახედვიდან რადგანაც ის ორი თვალთახედვას წარმოადგენს.
გადასვლა ერთიდან ორზე რევოლუციაა. დიდი რევოლუციაა.
ამ დროს თითქოს რაღაცეები პერსპექტივაში ექცევა. თითქოს სამყაროს მოულოდნელად ახალი განზომილება ეძლევა და ეს აბსოლუტურად ფუნდამენტური გამოცდილებაა რადგანაც გვიჩვენებს რომ სამყაროს ჭეშმარიტებას სიმრავლეები განაპირობებენ, და არა ატომი, რომელსაც თქვენ წარმოადგენთ.
ბევრი ადამიანი სიყვარულს ივიწყებს. ადამიანები სიყვარულის შემოქმედობითობას სათანადოდ ვერ აღიქვამენ. თანამედროვე ტენდენციის მიხედვით, დაბრკოლების არსებობისას გამოსავალი თავის დანებებაში და რაღაც სხვაზე გადასვლაში ისახება.
თუ ჩვენ შევეგუებით აზრს რომლის მიხედვითაც რაღაც კონკრეტულს თავი უნდა დავანებოთ პირველი დაბრკოლების წარმოჩენისთანავე ჩვენ შევეგუებით უინტერესო ცხოვრებას.
არ ვუარყოფ სიყვარულის სევდის არსებობას. მიტოვება ან იმედგაცრუება საშინელი გრძნობა შეიძლება იყოს. მაგრამ თუ ამის გამო სიყვარულს უარყოფთ მაშინ თქვენ უარყოფთ თქვენი არსებობის ყველაზე დიად გამოცდილებას.
ყველაფერი რაც ნამდვილია იშვიათია და რთული [ბარუხ სპინოზას სიტყვები].
სამწუხაროდ, ეს მართალია.