ინდექსი ლიტაგორას რუბრიკაა, რომელიც გარკვეული რეგულარობით ამ ვებგვერდზე სხვადასხვა მედია რესურსს წარმოგიდგენთ. სიტყვა მედია აქ ყველაზე ფართო გაგებით უნდა გავიგოთ, რაც მოიცავს ყველაფერს, მუსიკიდან დაწყებული, წიგნებით გაგრძელებული და პოდკასტებით დამთავრებული.
ამ რუბრიკაში მოსახვედრად კონკრეტული რესურსი უნდა მოიცავდეს საგანმანათლებლო ელემენტს, იყოს ჩვენი აუდიტორიისთვის მეტ-ნაკლებად სიახლე და ეხმაურებოდეს მნიშვნელოვან თემას.

ეგზისტენციალური კომედია

“სიცოცხლის შემდეგ” (After Life) კომედიისთვის არც თუ ისე დამახასიათებელი თემით იწყება – გარდაცვალებით. ფილმის მთავარი პერსონაჟი – ტონი (რიკი ჯერვეაისი) მეუღლის გარდაცვალებას გლოვობს და ეს თემა პირველ სეზონს ბოლომდე მთავარი ფონურ მოტივად გაყვება. ასეთი მიდგომა უნივერსალური თემების გასავრცობად სივრცეს ქმნის. “სიცოცხლის შემდეგ” ისაა რასაც ეგზისტენციალიზმის და იუმორის შერწყმისას იღებ.

 

რიკი ჯერვაისის ფაქტორი

გარდა იმისა, რომ ცნობილი ბრიტანელი კომიკოსი ფილმში მთავარ როლს თამაშობს ის ასევე ფილმის სცენარისტი და რეჟისორია. ჯერვაისი, რომელმაც მსოფლიო აუდიტორიისთვის მისივე შექმნილი ბრიტანული სერიალის “ოფისის” დამსახურებით გახდა და თავის შემოქმედებაში რეალიზმის თემის თემების ნაკლებობას არასდროს განიცდიდა, “სიცოცხლის შემდეგ”-ის შემთხვევაში მაყურებელს კიდევ უფრო ღრმა გამოცდილებით დაუბრუნდა.

მალე მთავრდება…

“სიცოცხლის შემდეგ”-ის პლუსიც და მინუსიც მისი ქრონომეტრაჟია. ერთის მხრივ თანამედროვე მედია სიუხვის და დროის სიმწირის ფონზე ექვსი 30 წუთიანი სერია მოსწრებაა, თუმცა, მეორეს მხრივ, ცოტაა – გამოსავალი ალბათ მისი განმეორებით ყურებაა, მითუმეტეს როდესაც სერიალი თავიდან ყურებადების რიცხვს ნამდვილად განეკუთვნება. კარგი ამბავი – ნეტფლიქსმა მეორე სეზონი უკვე დაანონსა.