book_531d99245d2c4

ამბობენ, რომ ამერიკელი ნობელიანტი მწერალი, სოლ ბელოუ თავის ნაწარმოებებს შორის პირად ფავორიტად რომანს “ჰენდერსონი, წვიმის მეფე” (ქართული თარგმანი – გამომცემლობა “დიოგენე”) ასახელებდა. წიგნი ერთი მატერიალურად მდიდარი, მაგრამ ცარიელი ცხოვრების მქონე ადამიანის შესახებ მოგვითხრობს. ჰენდერსონი ასეთ გვარს ატარებს მილიონერი, რომელიც აფრიკაში სპონტანური მოგზაურობის დროს ცდილობს აზრი შესძინოს თავის ცხოვრებას. რომანი პირობითად ორ ნაწილად შეგვიძლია დავყოთ, პირველში მთავარი გმირი საკუთარი ცხოვრების შესახებ მოგვითხრობს, მეორე კი სათავგადასავლო ნაწილია, რომელშიც ჰენდერსონის ეგზისტენციალური ძიების ფონზე თანამედროვე მსოფლიოს მოწყვეტილ ტომებს ვეცნობით.

 

shop_product_image_486

განსხვავებულ ქართული ნაწარმოებების რიცხვს შეგვიძლია მივაკუთვნოთ ზაზა თვარაძის “სიტყვები” (ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა) . თვარაძე, რომელიც ახალგაზრდა ასაკში გარდაიცვალა, ფილოსოფოსი იყო. ეს ამ ნაწარმოებს ეტყობა, რადგანაც წიგნი უბრალო პროზა არ არის, ეს არის მოედანი რომელზეც ავტორი სხვადასხვა ფილოსოფიურ საკითხს განიხილავს. “სიტყვები” არის ჯადოსნური სამყარო, ერთგვარი მაგიური რეალიზმი, რომელსაც ქართულ ლიტერატურაში არც ისე ხშირად ვხვდებით.

 

UBIK

თუ ფანტასტიკა გიზიდავთ, ალბათ რთულია ფილიპ დიკის “უბიკზე” (Ubik) უკეთესი რამ გირჩიოთ. საეჭვოა იარსებებდა თუ არა, “დასაწყისი” (Inception), “ბნელი ქალაქი” (Dark City) და თანამედროვე პოპ კულტურის რიგი სხვა ნიმუში რომ არა “უბიკი.” თუ რატომ ამას რომანის კითხვისას აღმოაჩენთ. სამწუხაროდ დიკის ეს კონკრეტული ნაწარმოები ჯერჯერობით ქართულად ნათარგმნი არ არის, თუმცა თუ გავითვალისწინებთ, რომ გამომცემლებმა ამ ავტორის აქტიურ თარგმნას მიჰყვეს ხელი, ალბათ ეს წიგნიც ახლო მომავალში ითარგმნება.

 

download

მხატვრული ლიტერატურის ცოტა ხნით გვერდზე გადადებას თუ გადაწყვეტთ, ეკონომიკის დარგში ინდოელი ნობელიანტი ავტორის, ამარტია სენის “იდენტობა და ძალადობას” (“ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის გამომცემლობა”) გირჩევთ. ავტორი იდენტობას როგორც ფენომენს განიხილავს და საუბრობს იმაზე, თუ რატომ შეიძლება იყოს სხვადასხვა იდენტობებისადმი სტერეოტიპული მიდგომა ძალადობის მიზეზი.ამარტია სენის ხელმისაწვდომს ხდის სერიოზულ თემას ნებისმიერი ტიპის მკითხველისთვის, ის იმ მეცნიერების რიცხვს განეკუთვნება, რომელიც აკადემიურობას გვერდზე დებს და ძალიან კარგ საქმეს აკეთებს.

 

JekyllHyde1931

თუ კლასიკა მოგენატრათ, შოტლანდიელ კლასიკოსს რობერტ ლუის სტივენსონს გაგახსენებთ. “ექიმი ჯეკილის და მისტერ ჰაიდის უცნაური შემთხვევა” იმ ნაწარმოებების რიცხვშია, რომლებმაც უდიდესი გავლენა მოახდინეს მე-20 და 21-ე საუკუნის პოპ კულტურაზე. სტივენსონის ამ წიგნს არაერთგვაროვნად შეგვიძლია შევხედოთ, ერთის მხრივ საქმე გვაქვს საი-ფაი ჟანრის ერთ-ერთ პიონერთან, მაგრამ მეორე მხრივ სახეზეა ნაწარმოები რომელიც ფსიქიკური პრობლემის – პიროვნების გაორების შესახებ მოგვითხრობს. ალბათ არ შევცდებით თუ ვივარაუდებთ, რომ სტივენსონს როგორც მწერალს აინტერესებდა კეთილის და ბოროტის თანაარსებობა ერთ ადამიანში და ეს ინტერესი იმდენად ძლიერი აღმოჩნდა, რომ მას ინგლისურენოვანი ლიტერატურის ძალიან წარმატებული და მნიშვნელოვანი ნაწარმოები დააწერინა.