დღეს საღამოს, საქართველოს მწერალთა სახლმა რეჟისორ ნანა ექვთიმიშვილის (“გრძელი ნათელი დღეები”) სადებიუტო რომანის პრეზენტაციას უმასპინძლა. ექვთიმიშვილი აუდიტორიის წინაშე ამჯერად მწერლის რანგში წარსდგა. მის პირველ წიგნს “მსხლების მინდორი” ჰქვია. რომანი სოციალურ თემატიკას ეხმაურება და თბილისის ინტერნატში მცხოვრები მზრუნველობამოკლებული ბავშვების შესახებ მოგვითხრობს. თუმცა, ეს არ არის დოკუმენტური ტიპის ნაწარმოები, აქ მოთხრობილი ამბები გამოგონილია. დღეს მწერალთა სახლში შეკრებილ მკითხველს წიგნი სხვადასხვა ავტორებმა და რედაქტორებმა წარუდგინეს, ავტორმა კი ახალი რომანიდან ნაწყვეტი წაიკითხა. გთავაზობთ რამდენიმე ფოტოს დღევანდელი საღამოდან.
კინორეჟისორი ნანა ექვთიმიშვილი მკითხველის წინაშე მწერლის რანგში წარსდგა [ფოტო]

ნანა ექვთიმიშვილი