1000

გაბრიელ გარსია მარკესის ხელმოწერილი წიგნი”მარტოობის ასი წელიწადი,” რომელიც კოლუმბიის დედაქალაქში გამოფენაზე იყო გამოტანილი, მოიპარეს.

ინციდენტი, რამდენიმე დღის წინ ბოგოტაში მოხდა. მიუხედავად იმისა, რომ წიგნს იცავდნენ და ის სპეციალურ საგამოფენო ყუთში იყო მოთავსებული, ეგზემპლიარი გაუჩინარდა. მოპარული ნივთი პირველი გამოცემიდან იყო (მაშინ ამ ნაწარმოების მხოლოდ 8,000 ეგზემპლიარი დაიბეჭდა). სპეციალისტების შეფასებით ხელმოწერილი წიგნის საფასური 23,000 დოლარამდე აღწევს.

თუმცა, მისი მფლობელისთვის, ალვარო კასტილოსთვის ეს უფრო ემოიცური დანაკარგია, ვიდრე ფინანსური. მისი თქმით ამ წიგნის მოსაძებად წლები დასჭირდა. ბოლოს, ურუგვაიში იპოვა კიდეც, თუმცა ეს ნახევარი საქმე იყო, რადგანაც მარკესის მექსიკაში პოვნა და წიგნის ხელმოწერა არც ისე იოლი საქმე გამოდგა.

პოლიცია საქმეს იძიებს, თუმცა ჯერჯერობით ვერ ხსნის, თუ როგორ შეიძლებოდა გამქრალიყო წიგნი საცავიდან.

წყარო: The Guardian