ავტორი: ჯაბა ბარამიძე
ტერმინი „მოდერნიზმი“ XIX საუკუნის ბოლოს გაჩნდა და დეკადანსის შემდეგ ხელოვნებაში ანტირეალისტური მოვლენების მიმდინარეობად იქცა. მოდერნიზმი, რომელიც საუკუნის მეორე ნახევრამდე გასტანს წარსულის არარეალისტურ ტრადიციას აგრძელებს. მოდერნიზმის, როგორც „შემოქმედების მეთოდისა“ და ესთეტიკური სისტემის ძირითადი, დამახასიათებელი ნიშნებია: საყრდენი წერტილის დაკარგვა, გამოყოფა XIX საუკუნის პოზიტივიზმისა და ქრისტიანული ევროპის ტრადიციული მსოფლმხედველობიდან; სუბიექტივიზმი, მხატვრული ტექსტის დეფორმაცია, სამყაროს მთლიანობის მოდელის დაკარგვა, ფორმისადმი განსაკუთრებული სწრაფვა. პირველი მსოფლიო ომით გამოწვეულმა ტრადიციული წესების მსხვრევამ საზოგადოებაში განახლების სურვილი წარმოშვა და ხელოვნებაში ფუტურიზმს, დადაიზმს, სიურეალიზმს და სხვა მიმდინარეობებს დაუდოსაფუძველი.
მიმდინარეობა, რომელიც ეფუძნებოდა ჯერ კიდევ XIX საუკუნეში წარმოქმნილ იმპრესიონიზმს, სიმბოლიზმსა და XX საუკუნის დასაწყისში გაჩენილ მიმდინარეობებს, რომლებიც ადამიანის ღრმა სულიერ კრიზისს, ეჭვს, ნიჰილიზმსა და დათრგუნულობას ასახავდნენ, მოდერნიზმის სახელით ჩამოყალიბდა, რასაც უმთავრესი როლი უჭირავს სიმბოლისტი პოეტების შემოქმედებაში, მაგალითად, შარლ ბოდლერის, პოლ ვერლენის, არტურ რემბოს და სტეფან მალარმეს , ისევე როგორც მოდერნისტი მწერლების შემოქმედებაში (ფრანც კაფკა, ჰერმან ჰესე, ვლადიმირ ნაბოკოვი, თომას მანი, მარსელ პრუსტი, ჯეიმს ჯოისი…). არსებობს მოდერნიზმის ეროვნული სახესხვაობები: ფრანგული და ჩეხური სიურეალიზმი; იტალიური და რუსული ფუტურიზმი; ინგლისური იმაჟიზმი და „ცნობიერების ნაკადის“ სკოლა; გერმანული ექსპრესიონიზმი; შვედური პრიმიტივიზმი და ა.შ. მოდერნისტები უარყოფდნენ იდეურობას და აღიარებდნენ „ხელოვნებას ხელოვნებისათვის“.
შემოქმედების მეთოდი – ფორმალიზმის შემთხვევაში კი ობიექტური სამყაროს ნაცვლად, ჩნდება სუბიექტური ასოციაციები და ქვეცნობიერი იმპულსების თამაშები. მოდერნიზმი სხვა მიმდინარეობებთან ერთად მჭიდროდ ეფუძნება სიმბოლიზმს. სიმბოლიზმი არის მიმდინარეობა, რომელიც უარყოფს რეალობას და გამოსახვის საშუალებად სიმბოლოს იყენებს. იგი დეკადენტური მიმდინარეობაა ლიტერატურასა და ხელოვნებაში, რომელიც სრულიად ანტირეალისტურია. სიმბოლიზმის ძირითადი მახასიათებლებია: სინამდვილის უარყოფა, მისტიციზმი, პესიმიზმი, აპოლიტიზმი, ინდივიდუალიზმი და სხვ. ეს მიმდინარეოაბა მე-19 საუკუნიოს 80-იან წლების შუა ხანებში ჩამოყალიბდა.საქართველოში სომბოლიზმმაცნობილი გაერთიანების, „ცისფერი ყანწები “ -ს გამოჩენისას იკიდებს ფეხს, ამ ესეში სიმბოლისტური პოეზიის წარმომადგენლებიდან შარლ ბოდლერის, პოლ ვერლენის და პაოლო იაშვილის მიმოხილვა მსურს.
შარლ ბოდლერის შემოქმედებიდან, ზოგადად და ასევე ჩემს განსახილველ ლექსში „თრობა“ მკაფოდ ჩანს სიმბოლისტური მსოფლმხედველობა, პესიმიზმი, სინამდვილის უარყოფა. ავტორი გამოსავალს წუთისოფლის ამაოებიდან, ეფემერული ყოფიდან, რომელიც გაჟღენთილია აბსურდით, დაუნდობელი და ამაზრზენი დროის მსვლელობით, ხედავს თრობაში და არსებითი მნიშვნელობა არა აქვს რითი იქნება ეს გამოწვეული ალკოჰოლით, სიქველითა თუ პოეეზიით. მთავარია ეს ადამიანის ონტოლოგიური ცვლილების გამომწვევი იყოს და მაღალ სულიერ ფასეულობად ესახებოდეს ინდივიდს, რომელიც იქნება გამომწვევი თრობის და რომლის მეშვეობით შესაძლებელია ჩამოშორდე რეალობის კანონზომიერებას და დროის ჰეგემონურ მსვლელობას, რომელიც გიმორჩილებს, გართმევს თავისუფლებას და გაქცევს თავისივე მონად. ლექსის სიმბოლისტურ მსოფლმხედველობაზე კარგად მიუთითებს თითოეული სიტყვა, შემთხვევითი არ არის ის, რომ პოეტი გვიხსახავს ისეთ არსებასა და მოვლენას, როგორიცაა: ჩიტი, ქარი, ტალღა და ვარსკვლავი. თითოეული ეს სიტყვა სულიერ ამაღლებაზე, თავისუფლებაზე, დაუმორჩილებლობაზე, სიძლიერესა და განდგომაზე მიანიშნებს. ამ ლექსში მკითხველი ინდივიდის სულიერი ძიების გზას ნათლად ხედავს და ლირიული გმირი თავისივე პათოსს გვისახავს და ჩვენ ვიგებთ, რომ მას ნაპოვნი აქვს ეს გზა და ეს არის “თრობა”.
ინდივიდის სულიერი ძიების გზა კარგად ჩანს სიმბოლიზმის ერთ-ერთი უდიდესი წარმომადგენლის პოლ ვერლენის შემოქმედებაში. მისი შემოქმედებიდან ერთ-ერთ გამორჩეულ ლექსს- „ჩემს სულს აწვიმს“ განვიხილავ, სადაც კარგად ჩანს სიმბოლიზმისთვის დამახასიათბელი სევდა და ნაღველი. ის სპლინადაა ცნობილი და შემთხვევითი არ არის, რომ ის ლაიტმოტივადბევრ სიმბოლისტურ ლექსს გასდევს. ლექსში ყველაზე საგულისხმო ისაა, რომ ღრმა სევდის მიზეზი პოეტისთვის უცნობი. მან არ იცის თუ რატომ ჩასახლდა და ნავსაყუდელი ასე მყარად რატო დაიდო პოეტის სულში მოწყენილობამ „არსაიდან რომ არაფრით არის ნაკარნახევი“. პოეტის სულში სევდის უმიზეზობა გამჯდარია, როგორც ობობის ქსელი მიტოვებულ სახლში. ლექსი გამსჭვალულია უიმედობით, გაურკვევლობით, პესიმიზმით, მარტოობით, ჩანს ქალაქთან მიჯაჭვულობა, რომელიც პოეტს სევდის მორევში კიდევ მეტად აგდებს. ავტორი თავის ღრმა სულიერ ტკივილებს გვიზიარებს და თავისი სულიერი მოუწყობლობის კულტივაციას ახდენს, რაც სიმბოლისტური პოეზიის უაღრესად გამომხატველია.
საქართველოში როგორც უკვე ითქვა, სიმბოლიზმი ქართველი სიბოლისტი პოეტებისა და პროზაიკოსების „ცისფერ ყანწელთა“ შემოქმედებაში იჩენს თავს. მათ შორის ერთ-ერთი თვალსაჩინო წამომდგენელი პაოლო იაშვილია. მისი შემოქმედებიდან ერთ-ერთ გამორჩეულ ლექსს- „ღამე კუბოში“ – შევეხები. მასში მკაფიოდ არის ასახული სიმბოლისტური აღქმა და მსოფლმხედველობადა ტენდენციები. ლექსში ფესვგადგმული შიში ჩანს, რომელიცავტორის სულში ისადგურებს და ამ შიშის საფუძველს ირგვლივ დამკვიდრებული ბინდი და მყუდროება ქმნის, რომელიც პოეტს გაუსაძლის მდგომარეობაში აყენებს „არვიცი სოფლის მყუდროებას ვით გადავიტან“ და ეს მუდმივი ფესვგადგმული მყუდროება და სიჩუმე მისთვის სიკვდილთან და გლოვასთან ასოცირდება. მყუდროება, რომელმაც სოფელში დაისადგურა კონფორმიზმისა და შემგუებლობის სიმბოლოა და ამ დამკვიდრებული მყუდროებით სოფელი სიკვდილისკენ მიესვენება. ამით ტოტალიტარულ სისტემას უჯანყდება, რომელიც ძალადობრივი მეთოდებით ცდილობს ინდივიდის გაუსაძლის მარწუხებში მოქცევას, თუმცა თემიდან გამომდინარე, ლექსის ინტერპრეტირებას შევეცდები ინდივიდის სულიერი ძიების ჭრილში განვიხილოგმირი სოფელთან გაუცხოვებას განიცდის, რადგან უჭირს მას აქ ცხოვრების დარჩენილი დღეებისა თუ წლების გატარება, ავტორი განმსჭვალულია ტრაგიზმის განცდით და ამ განცდას მასსიბნელე, სიჩუმე, გამეფებული სიკვდილის განცდა უქმნის, რომელიც საკუთარი ახლობელი ადამიანების დაკარგვით განიცადა. მართალია, ავტორი არაფერს ამბობს მის სულში გამჯდარ და შესისხლხორცებულ ღრმა სევდაზე, მაგრამ მის მიერ დახატული სიუჟეტი პირდაპირ მეტყველებს იმაზე, თუ რაოდენ მყარად აქვს გადგმული ფესვები დარდს, მოწყენილობას და მარტოობას. სიუჟეტი მეტად პესიმისტურად მიმდინარეობს, მკითხველს უჩნდება წარმოდგენა, რომ ამ ყველაფერს ფატალური და ტრაგიკული აღსასრული უწერია, მაგრამ ბოლო ტაეპში ავტორი ოპტიმიზმის მარცვალს თესავს და იმედოვნებს, , რომ ბოლო მოეღება გამეფებულ და გაბატონებულ შიშსა და სიჩუმეს. „სოფლის შიშისგან დასახსნელად შვაღამის ზარებს, ცივ სამრეკლოზე ჩამორეკენ ღვთის დარაჯები.“ და ალბათ სწორედ მაშინ მოეღება ბოლო ლირიკული გმირის სულში გამომწყვდეულ მარტოობასა და სევდას, რომელიც მოსვენებას არ ასევენებს.
მოდერნისტულ რომანებში, ხშირ შემთხვევაში, ერთ-ერთ ძირითად ტენდენციად გვევლინება ინდივიდის სულიერი ძიების გზა, რომელიც ლაიტმოტივად ჰერმან ჰესეს „ტრამალის მგელს“ და თომას მანის „სიკვდილს ვენეციაში“ გასდევს. ჰესეს „ტრამალის მგელი“ მოდერნისტული ლიტერატურის თვალსაჩინო მაგალითია, რადგან ლიტერატურული მოდერნიზმის იდეალებითა და ტენდენციებით არის გაჯერებული და შემდგარი. აქ ეგზისტენციალურ კრიზისებს ვგულისხმობ, სამყაროსთან გაუცხოებას, სულიერ მარტოობას, ყოფნა არ ყოფნის თავსატეხებში ჩაბმას, ნიჰილიზმს, პესიმიზმსა და ა.შ. სწორედ რომ ასეთ ეგზისტენციალურ კრიზისს განიცდის წიგნის მთავარი პერსონაჟი ჰარი ჰალერი, რომელიც სრულიად უმიზნოდ ცხოვრობს და ბოდლერისა არ იყოს, ცდილობს აბსურდულ ყოფას თრობით დაუსხლტეს. მასში ერთად იყრის თავს მგლური და ადამიანური პრინციპები, პირველის შემთხვევაში ეს არის ბიოლოგიური პროდუქტია, ხოლო მეორე ზნეობრივი პროდუქტი ანუ თვითშემოქმედი არსება, რომლებიც სრულ წინააღმდეგობაში არიან ერთმანეთთან და სწორედ ამიტომ უწოდებს თავს ჰარი ჰალერი ტრამალის მგელს. აქ საგულისხმოა ხელოვნების ნიცშეანური გაგება, რომელიც „ტრაგედიის დაბადება მუსიკის სულიდან“-შია ასახულიგაორებული ჰარი ჰალერი სწორედ იმ იდეალებით არის დასნეულებული, რომელსაც ნიცშე აპოლონურსა და დიონისურს უწოდებს, ხოლო ჰესე ადამიანურსა და მგლურს. თუმცა აუცილებლად უნდა ითქვას რომ ჰესე მისი პერსონაჟის გაორებას მისავე ახირებას მიაწერდა და ავტორი ტრაქტატში ტრამალის მგელზე გვეუბნება, რომ ადამიანში არა ერთი და ორი არამედ უამრავი არსებებია ჩასახლებული და ადამიანს თითოეულის გამოყენება თავისსასარგებლოდ შეუძლია. „გული თუ სხეული მუდამ ერთია, სული კი მასში ორი და ხუთი კი არა, ურიცხვი ბინადრობს, ადამიანს ხახვის ბოლქვივით ასობით ფურცელი შემოჰკვრია გარსს“ (ჰესე1985, 185). მიუხედავად იმისა, რომ ავტორს გადავყავართ სიურეალისტურ სამყაროში, რომელშიც დიდ იმედგაცრუებასა და ტრაგიზმის ვხვდებით, სადაც ჰარი კლავს თავის სიყვარულს და ამ დროს სრულ უაზრობაში, აბსურდში ვარდება, ტექსტის ეპილოგი გვიხავს წარმოდგენას, რომ ყველა მდგომარეობიდან შეიძლება გამორკვევა.
ბოლოს თომას მანის ნაწარმოებს-„სიკვდილი ვენეციაში“ -ს მინდა შევეხო. სადაც ავტორმა ნათლად დეკადენტური ცნობიერება და ღირებულებები დაგვანახა, ამ ნაწარმოებში კარგად ჩანს ადამიანის ის პრობლემები, რომელზეც უკვე ვახსენე. მთავარი პერსონაჟი აშენბახი ერთი წარმატებული ბიურგერული ყოფის მწერალია, როგორც ყველა ბიურგერი ისიც მოწესრიგებულობით და დისციპლით გამოირჩევა. ბიურგერული ყოფის ორომტრიალში ჩართულობის მიუხედავად, ერთი შეხედვით სრულიად უბრალო კაცის დანახვა შთააგონებს მოგზაურობისაკენ და სწორედ ეს მოგზაურობა გახდება მისთვის საბედისწეროსადაც სიმპათია ერთი ბიჭის მიმართთავდავიწყებულ სიყვარულში გადაეზრდება. ამ ტექსტში ავტორიი ხელოვნების აპოლონური და დიონისური აღქმას ასავს და ვფიქრობ, რომ სამყაროს მხოლოდ და მხოლოდ აპოლონური იდეალებით შეცნობა შეუძლებელია. წესრიგი და ზომიერება უნდა დაირღვეს კიდეც და მოხდეს აპოლონურის დიონისურთან შეთავსება ან შიგადაშიგ ჩანაცვლება, რათა მოხდეს სიყვარულის იდეალებს, რომელიც ბიურგერული ყოფას საინტერესოდ და ნაყოფიერად აქცევს. აშენბახი სრულადივიწყებსღრმად შესისხლხორცებულ თვითდისციპლინასუკუაგდებსმას და საბედისწერო სიყვარულით ტკბობასეძლევა..აშენბახმა სრული ონტოლოგიური ცვლილება განიცადა და გააცნობიერა, რომ მისი იმჟამინდელი ყოფა სრულიად ფუჭი და არაფრის მომცემი იყო.
ბიბლიოგრაფია
- ჰესე, ჰერმან. 1985. ტრამალის მგელი. თბილისი: მერანი.
- Мелетинский Е. М. Антитеза Джоис и Томас Ман, В книге: Мелетинский Е. М. Поетика мифа, М. 1976.
- Набоков В. В. Джеимс Джои,с в книге Набоков В. В. Лекции ро зарубежной литератуе, М. 1998.