გიორგი მიქაბერიძე (კრუზი) ვეგანი და სტრეიტეჯის (Straight edge) მიმდევარია. ცხადია, მისი დიეტა გამორიცხავს ხორცს და რძის პროდუქტს, თუმცა, ამავდროულად ის არც ალკოჰოლს მოიხმარს და ჯანმრთელობის ჯანსაღ წესს მისდევს. საქართველოში სადაც გართობის მიზნით და სტრესის მოსახსნელად ალკოჰოლის მიღება ნორმალიზებული მოვლენაა, გიორგის ცხოვრების წესი შესაძლოა გასაკვირიც კი იყოს, თუმცა მისი თქმით ალკოჰოლზე თუ ნარკოტიკულ ნივთიერებებზე უარის თქმა არა თუ არ გამორიცხავს გართობის შესაძლებლობას, არამედ უფრო საინტერესო შესაძლებლობებსაც და გამოწვევებსაც ქმნის. სტრეიტეჯის მოძრაობაში, სადაც თავის მხრივ განსხვავებული მიდგომების მქონე ადამიანებს შეიძლება ვხვდებოდეთ მნიშვნელოვან როლს ჰარდკორ-პანკი და მუსიკა თამაშობს, რაც გიორგის ყოველდღიურობის შემადგენელი ნაწილიცაა. ამ ვიდეოში გიორგი საუბრობს ზოგადად ვეგანობაზე, სტრეიტეჯსა და ჰარდკორ პანკზე, მდგომარეობაზე საქართველოში და საკუთარ გამოცდილებაზე