კინემატოგრაფიაში არის ფილმები, რომლებშიც ესა თუ ის ქალაქი ცალკე პერსონაჟად გვევლინება, ბიოგრაფიით, ხასიათით და გმირებსა თუ ანტი-გმირებზე გავლენის მქონე მოვლენად. რამდენიმე ასეთ მაგალითზე საუბრობს კინომცდონე და პლატფორმა “ეს არის კინოს”-ს თანადამფუძნებელი, ლიზა ალფაიძე რუბრიკა3ფილმის მორიგ ეპიზოდში. ლიზას ფოკუსში სამი ქალაქია, თბილისი, პარიზი და ვენეცია, რომლებსაც ის ოთარ იოსელიანის, ანიეს ვარდას და ნიკოლას როუგის ნამუშევრების მაგალითზე მიმოიხილავს.

რუბრიკა სამი ფილმი ლიტაგორას ვიდეოების სერიაა რომლის ფარგლებშიც ყოველ გადაცემაში ვიწვევთ არა მხოლოდ კინომცოდნეებს, რეჟისორებს, მსახიობებს, არამედ ზოგადად კინოს მოყვარულ სხვა პროფესიის ადამიანებსაც, რომლებიც მათთვის საინტერესო ნამუშევრებზე საუბრობენ და მათ სხვადასხვა ჭრილში განიხილავენ