ანუკ ბელუგა მხატვარია, რომელიც დახვეწილი ტექნიკით და მისთვის დამახასიათებელი სტილით გამოირჩევა. თუმცა, ნაცვლად პირდაპირ მის შემოქმედებაზე საუბრისა ეს ვიდეო წარმოადგენს მცდელობას წარმოაჩინოს ბელუგას მხატვრობა მისი მსოფმხედველობის დახმარებით. აქ მხატვარი საუბრობს მის ხედვებზე სხვადასხვა მიმართულებით, იქნება ეს ხელოვნება თუ პოლიტიკა, რა არის ხელოვნების დანიშნულება ან ის ხერხები რომელსაც სხვადასხვა მედიუმმა ამა თუ იმ საკითხზე საუბრისას უნდა მიმართოს და რა მდგომარეობაა ამ მხრივ საქართველოში, შეიძლება თუ არა ამ მიმართულებით შესაბამისი განათლების მიღება და განვითარება, რაზე რეფლექსირებენ ან არ რეფლექსირებენ ადგილობრივი ავტორები და ა.შ.