2 მარტს “ჩემი ოთახის” პრემიერა გაიმართა. თუმცა, კომერციულ პრემიერამდე რამდენიმე თვით ადრე ფილმი თბილისი საერთაშორისო კინოფესტივალზე საუკეთესო სრულმეტრაჟიან მხატვრულ ნაწარმოებად დასახელდა. მაშინ სოსო ბლიაძესთან (რეჟისორი) და თაკი მუმლაძესთან (სცენარისტი) ფილმის შესახებ ინტერვიუ ჩავწერეთ, რომელშიც ავტორები ნამუშევარს დეტალურად მიმოიხილავენ და რომლის ნახვაც ლიტაგორას არხზე შეგიძლიათ (იხილეთ ბმული ქვემოთ). ამჯერად ფილმის შესახებ პოდკასტის ჩაწერა გადავწყვიტეთ. ცხადია ფილმზე საუბარს ვერც ამ ჩანაწერში გავექცეოდით, თუმცა, ამ შემთხვევაში ვცდებით კონკრეტული ნამუშევრის განხილვას და ვსაუბრობთ ზოგადად კინოზე, მის მდგომარეობაზე ქვეყანაში, შესაძლო საფრთხეებზე, გამოსავალსა და სხვა თემებზე.

*პოდკასტი ჩაწერილია 5 მარტს, “უცხოური გავლენის გამჭირვალობის შესახებ” კანონპროექტის პირველი მოსმენით მიღებამდე, მასობრივ პროტესტებამდე და კანონპროექტის მეორე მოსმენით ჩაგდებამდე